ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო. გადაცემის წამყვანმა საკუთარ კოლეგას ჰკითხა, ნანობს თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” დროს აქციაზე სიმღერის “ჩემი გმირი გიწოდე”-ს შესრულებას.
“გაგიგია ეგეთი რამე, კაცი რომ მღერის და ამბობენ რატომ მღერისო? ამას არ ვთვლი ჩემს შეცდომად. ვიმღერე და ვიმღერე. რატომ უმღერეთ მაშინ ის სიმღერა, მე რომ არ მომწონს იმ პარტიას?
იმის თქმა გინდათ, რომ ეს სიმღერა ვინმეს მივუძღვენი? როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ. მე სიმართლის ლაპარაკი მიყვარს. არაფერს არ ვნანობ და ჩემი სიმღერით არ მინდა გავაფუჭო საქმე.
თუ მიხარია ცხოვრება, მინდა ხალხთან ერთად მიხაროდეს. მე მინდა ყველასთან ერთად ყოფნა. კატეგორიებად დაყოფა არ შეიძლება. გულსატკენია ასეთი დამოკიდებულება” განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.






