თამო ვაშალომიძის ონლაინ-გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი გიორგი ნაზღაიძე იყო. ვაშალომიძემ მას პირად ურთიერთობებზე ჰკითხა, მაგრამ ამომწურავი პასუხი რომ ვერ მიიღო, სტუმარს გაეხუმრა მას აივანზე გაჰყოლოდა, სადაც თემურ თათარაშვილი ელოდებოდა.
ნაზღაიძეს ამაზე ირონიული რეაქცია ჰქონდა: ეგ ცოცხალია?! – იკითხა ჟურნალისტმა.
თამო დაინტერესდა როგორ გაგრძელდა თათარაშვილი-ნაზღაიძის კონფლიქტი, ია ფარულავას სკანდალური გადაცემის შემდეგ.
“თემურის ფანტაზიებში იყო გავრცელებული თითქოს რუსთავი 2-ს ხემძღვანელობამ ბოდიში მოუხადა. ასეთი რამ არ ყოფილა. მას შემდეგ, ფეხზე ხელის შეხება აღარ ყოფილა. მსგავსი რამ აღარ მოხდება.
თემურის შემოქმედებას როგორც მომღერლის პატივს ვცემ. თუ არ მეშლება ეგ და მამაჩემი ერთი თაობაა. დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არის რაღაცეები, რის იქეთ არ უნდა გააკეთოს ადამიანმა” – განაცხადა ნაზღაიძემ.





