პარასკევი, მაისი 1, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“რთულია გოგოობა, ხშირად ბიჭობაზე ბევრად რთული” – მამის წერილი ქალიშვილს

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
ოქტომბერი 11, 2020
- ტოპ ნიუსი
0
“რთულია გოგოობა, ხშირად ბიჭობაზე ბევრად რთული” – მამის წერილი ქალიშვილს
113
გაზიარება
626
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

გამარჯობა ნენე. დღეს გოგოების დღეა. შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ სამყაროში. რატომღაც ადამიანებმა დღეებს ფუნქციები დაუმატეს და

კონკრეტული დღეები დააწესეს რაღაცეების აღსანიშნავად, არადა ისეთ რამეებს აღვნიშნავთ რომელიც მუდამ უნდა ვიზეიმოთ. აბა წარმოიდგნე, რატომაა საჭირო რომ გოგოების დღე იყოს ცალკე.  2011 წლის 6 ნოემბრიდან ჩემი ცხოვრების ყველა დღე ხომ შენია?! გამდის რომ მე სულ მაქვს გოგოების დღე. დედების დღეცაა, არადა რაც დაიბადე გვანცას იმხელა სითბოს აძლევ, რომ ყოველი დღე დედიკოს დღე გაქვს, მაგრამ რადგან დააწესეს მოდი ეს წესი არ დავარღვიოთ და ჩვენც ვიზეიმოთ, მოკლედ, გოგოების დღეს გილოცავ.

ჩემო გოგო (ძალიან იშვიათად მოგმართავ ასე), რთულია გოგოობა, ხშირად ბიჭობაზე ბევრად რთული. ჩვენი საზოგადოება, ძალიან ბევრ ჩარჩოს უწესებს გოგოებს (ხშირად უაზრო ჩარჩოებს) და ჯერ კიდევ პატარა გოგოებს ძალიან ურთულებს ცხოვრებას. არასოდეს იფიქრო რომ სქესის გამო რამე არ გამოგივა. რა თქმა უნდა, არის რაღაცეები რასაც ვერ გააკეთებ, მაგრამ ამაში სქესი არ შეგიშლის ხელს, თუ მოინდომებ რაგბსაც ითამაშებ და მაგრადაც იჩხუბებ. ნენე, იცოდე რომ როცა რამე არ გამოდის ეს ადამიანური უნარის ბრალია და არა სქესის. არავის დაუჯერო თუ გეტყვი  –  გოგო ხარ და არ შეიძლება! ის რაც გოგოსთვის არ შეიძლება, არც ბიჭს შეშვენის და პირიქით.42504763_2147269571964085_2616700200793669632_n

ჩემო გოგო, შენ ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია. შენი მომავალი შენს ხელშია და შენ განსზღვრავ შენივე წარმატებას. არასოდეს შეეგუო ჩაგვრას, მით უფრო თუ ვინმემ იმის გამო გაბედა შენი დაჩაგვრა რომ გოგო ხარ. გახსოვდეს, ყველაზე ძლიერი ხარ. ისიც გახსოვდეს რომ მე და დედიკოს ყოველთვის გვერდში გყავართ, შეცდომის დაშვების არ შეგეშინდეს. უშეცდომო მხოლოდ ღმერთია, შენ კი ადამიანი ხარ, შესაბამისად შეცდომაც მოგივა, მთავარია რომ ეს შეცდომა სამომავლოდ გაითვალისწინო და აღარ გაიმეორო. ისე, იცოდე, მილიონჯერაც რომ შეგეშალოს, ჩვენი იმედი მუდამ გქონდეს. ყოველთვის შენთან ვიქნებით და გვერდში დაგიდგებით. გახსოვდეს, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ არსებობს.

ჩემო გოგო, სკოლაში ძალიან წარმატებულად სწავლობ. მასწავლებელმა გვითხრა მე და დედიკოს რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ, ის კი არადა, გახანგრძლივებულში, შენს მეგობრებს ეხმარები კიდეც.  შენ ვერ წარმოიდგენ ნენე, რა ბედნიერებაა შვილზე რომ კარგს გეუბნებიან. ამაზე დიდი სიხარული ბუნებაში არ არსებობს.  საოცრად მიზანდასახული გოგო ხარ, რასაც დაისახავ ყოველთვის ცდილობ რომ მიაღწიო, საოცრად შრომისმოყვარე ხარ და მახარებს ეგ ამბავი. ტანვარჯიშზე ისეთი კარგი შედეგი გაქვს, რომ ვერავინ წარმოიდგენდა. ძალიან ტლანქი, მოუქნელი ბაზანკალი იყავი, მაგრამ შენი შრომით მიაღწიე და ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჯგუფში. ნენე, ძალიან მინდა რომ ყოველთვის ასეთი მონდომებული იყო. შრომით მიღებულ შედეგზე სასიამოვნო არაფერია.

ნენე, დღეს შიოს დაბადების დღეა. საოცრად მახარებს თქვენი ურთიერთობა. ბედნიერები ხართ ერთად და ლაღები. კეთილი კაცია შიო, ძალიან კეთილი.

სხვა რა მოგიყვე მა, ჩემი გოგო ხარ და შენი დამსახურებაა რომ მე გოგოს მამა მქვია. გოგოსი რომელიც არის ნენე, გოგოსი რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია, გოგოსი რომელმაც არ იცის ბოროტება და თუ სადმე ბოროტებას შეხვდა თავის სიკეთით კისერს მოუგრეხს, გოგოსი რომელიც დარწმუნებული ვარ სამყაროს შეცვლის.

ასევე იხილეთ

„სულ თან ჰყავს მამიკო“ – ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ვიქტორიასა და დათო კოდუას ურთიერთობაზე

„აი, ძალიან რომ მიყვარსო“ – ნახეთ რომელი პოლიტიკოსის ფოტოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

რთული პერიოდი მაქვს… ყოველდღე ვიბრძვი, რომ კარგ განწყობაზე ვიყო – ალექსანდრა პაიჭაძე

თქვენ რამდენი წლის გეგონეთ? – ანანო სახელაშვილმა გამომწერები გააოგნა

ძალიან მიყვარხარ

შენი მამიკო/მეგობარი ლადო

თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

Slider 3

„სულ თან ჰყავს მამიკო“ – ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ვიქტორიასა და დათო კოდუას ურთიერთობაზე

- Prime Ambebi
იანვარი 4, 2022
ვერ სუნთქავს უჩემოდ და იმანაც იცის, რომ მეც ასე ვარ – გია სურამელაშვილი სიყვარულზე 
Slider 1

„აი, ძალიან რომ მიყვარსო“ – ნახეთ რომელი პოლიტიკოსის ფოტოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

- Prime Ambebi
დეკემბერი 27, 2021
რთული პერიოდი მაქვს… ყოველდღე ვიბრძვი, რომ კარგ განწყობაზე ვიყო – ალექსანდრა პაიჭაძე
სიახლეები

რთული პერიოდი მაქვს… ყოველდღე ვიბრძვი, რომ კარგ განწყობაზე ვიყო – ალექსანდრა პაიჭაძე

- Prime Ambebi
ნოემბერი 24, 2021
თქვენ რამდენი წლის გეგონეთ? – ანანო სახელაშვილმა გამომწერები გააოგნა
Slider 1

თქვენ რამდენი წლის გეგონეთ? – ანანო სახელაშვილმა გამომწერები გააოგნა

- Prime Ambebi
ნოემბერი 24, 2021
საკუთარ თავზე დაქორწინებული ქალი განქორწინდა
Slider 2

საკუთარ თავზე დაქორწინებული ქალი განქორწინდა

- Prime Ambebi
ნოემბერი 24, 2021
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“ეს “მალალეტკები” ორი შაურმით მეტი რომ გაყიდონ, ისეთ სირ…ებს აკეთებენ, რომ…” – ნახეთ, რა იცვლება მოპედების მძღოლებისთვის

“ეს “მალალეტკები” ორი შაურმით მეტი რომ გაყიდონ, ისეთ სირ…ებს აკეთებენ, რომ…” – ნახეთ, რა იცვლება მოპედების მძღოლებისთვის

მაისი 5, 2021
ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში დედა გახდა

ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში დედა გახდა

მაისი 18, 2021
მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

იანვარი 4, 2022

არ გამოტოვოთ

ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას
Slider 1

ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

ოქტომბერი 19, 2021
„სიცივე მომენატრა, სითბომ არ გაამართლა“ – შორენა ბეგაშვილი 
Slider 2

„სიცივე მომენატრა, სითბომ არ გაამართლა“ – შორენა ბეგაშვილი 

ოქტომბერი 28, 2021
როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ალექსანდრა პაიჭაძე – მოდელის ახალი ფოტოები Instagram-იდან
Slider 3

ალექსანდრა პაიჭაძე კატო კოდუასთან კონფლიქტზე საუბრობს

ოქტომბერი 28, 2021
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
Slider 1

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ნოემბერი 26, 2021
“ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი”
მთავარი ამბავი.

“ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი”

მაისი 18, 2021
VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები
კვირის TOP 5

VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები

აგვისტო 21, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved