მომღერალი ნინო ჩხეიძე და მისი ქმარი, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი წლებია სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. თუმცა აქამდე სიშორეს ვერ გრძნობდნენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წყვილს რამდენიმე თვეა ერთმანეთი არ უნახავთ და მხოლოდ დისტანციური ურთიერთობა აქვთ.
ნინომ “პრაიმამბებს” ინტერვიუ მისცა, სადაც ქმარზეც ისაუბრა.
– თქვენი ქმარი არ გეხმარებათ ფინანსურად უკრაინიდან? საერთოდ აღარ ჩანს და რატომ?
– ქმარი ცოტ-ცოტას მეხმარება. სოციალურ ქსელში აქტიურია, კარგად არის. ადრე ვერც ვგრძნობდით სიშორეს, თვეში სამჯერ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. იმედი მაქვს მალე უკრაინაში მაინც ჩავალ და ავიტან მერე კარანტინს.
– რატომ არ ერთვება წინასაარჩევნო პროცესებში? არ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას?
– არანაირად არაა პოლიტიკაში გარეული, საერთოდ სხვა საქმეშია, ამიტომაც არ ერევა პოლიტიკაში. პოსტების წერაც და ტყუილად ლაპარაკიც მისი საქმე არაა.
მის დაბრუნებას რაც შეეხება, უნდა დაბრუნება, მაგრამ ალბათ ყველაფერს დრო სჭირდება. არც ვაძალებ, გინდა თუ არა ჩამოდი-მეთქი. თავად ყველაზე მეტად უნდა საქართველოში დაბრუნება. ვფიქრობ როცა თავად გადაწყვიტავს ჩამოვა. მისი ჩამოსვლა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.






