ბრიტანეთის მომავალმა მეფემ და დედოფალმა სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნეს. კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სასახლის ბაღში არიან გადაღებული.

სამეფო ოჯახმა ცნობილ ტელეწამყვანს დევიდ ატენბორის უმასპინძლეს, რომელიც პრინც ჯორჯის, ლუის და შარლოტას ძალიან უყვართ. დევიდ ატენბორიმ სამეფო ოჯახს ფილმი “ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე” უჩვენა.

შეგახსენებთ, კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამსი ბუნების გულშემატკივრები არიან და სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ირებენ მონაწილეობას.
ტელეწამყვანი სამეფო ოჯახს ხელცარიელი არ ესტუმრა, პრინც ჯორჯის მან გიგანტური ზვიგენის კბილი აჩუქა.







