აშშ-ს პირველი ლედი, მელანია ტრამპი, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, სკანდალის ობიექტი გახდა. ინტერნეტ-სივრცეში მისი და მისი დაქალის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც 2018 წელს შედგა.
მელანია ჩანაწერში ჩივის, რომ მისი ქმრის პოლიტიკის გამო, მას ხშირად აკრიტიკებენ. იმ მომენტში ქვეყნის პირველი ლედი, ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაზე საუბრობდა, რომლის თანახმად საზღვარზე მშობლები და მცირეწლოვანი შვილები უნდა გაეცალკევებინათ.
ჩანაწერში პირველი ლედი იმაზეც ჩივის, რომ მას არანაირი ბერკეტი არ აქვს ქმრის გადაწყვეტილებაში ჩაერიოს, მითუფრო ახლა, როდესაც წინასაშობაო სამზადისშია.
“ისინი ფიქრობენ თითქოს მეც თანამონაწილე ვარ და მხარს ვუჭერ მას. ახლა საშობაოდ ვემზადები და მეკითხებიან, რას ვფიქრობ დედებისგან განცალკევებულ ბავშვებზე.
სად იყვნენ, როდესაც ობამამ იგივე გააკეთა?! ყველაფერი უნდა გაკეთდეს წესების შესაბამისად” – ამბობს ჩანაწერში პირველი ლედი.







