Friday, April 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“როდესაც უცხო ადამიანები ამას მეუბნებიან, ვწითლდები” – გაიცანით ქართველი ჟურნალისტი, რომელიც მაკა ასათიანს საოცრად ჰგავს

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
October 5, 2020
in Lifestyle, კვირის TOP 5
0
“როდესაც უცხო ადამიანები ამას მეუბნებიან, ვწითლდები” – გაიცანით ქართველი ჟურნალისტი, რომელიც მაკა ასათიანს საოცრად ჰგავს
653
SHARES
3.6k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ჟურნალისტი გულო  გარმელია რადიო „მაესტროს“ ეთერში სამედიცინო გადაცემის წამყვანია და ამ საქმეს თავს შესანიშნავად ართმევს.

თუმცა მის მიმართ საზოგადოების ყურადღებას გულოს და უმშვენიერესი მაკა ასათიანის მსგავსება უფრო მეტად ზრდის.

ასევე იხილეთ

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)

20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა

VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი

„პრაიმამბებმა“ უმშვენიერეს რადიოწამყვანთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან მის შესახებ საინტერესო ფაქტები მოჰყვა.

– წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, აგვისტოში დავიბადე და სექტემბერში მოგვიწია თბილისში გადმოსვლა. აქ შევძელით ბინის ყიდვა, შემდეგ იყო ჩემი ოჯახისთვის რთული წლები, ბევრი ადამიანი ვცხოვრობდით ერთად.

დავამთავრე  ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტი. თავდაპირველად სხვა სფეროში ვმუშაობდი, მოგვიანებით კი მოვხვდი რადიო „მაესტროში“, სადაც უდიდესი თავისუფლება მომცა ბატონმა მამუკა ღლოტმა და ბევრი რამე ვისწავლე. ის არ ერეოდა გადაცემის მომზადებაში, გამოსაცდელი ვადა მომცა და ძალიან გავიზარდე იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ.

არანაირი სამედიცინო განათლება არ მქონდა, როდესაც ამ გადაცემის წამყვანად შემარჩიეს, თუკი რამე გამომდის იმ გუნდის დამსახურებაა, რომელმაც არ შემბოჭა. მენდობიან და იმედი მაქვს, გავამართლე მათი ნდობა.

– თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ…

– მყავს უფროსი და, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ასევე 16 წლის ძმა. დედა დიასახლისია, აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია, მამა აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსია.

-როდესაც სოციალურ ქსელში თქვენი რადიოგადაცემის რეკლამა გამოჩნდა, ყველას და მათ შორის მეც, მეგონა მაკა ასათიანმა დაიწყო რადიოწამყვანობა, რატომ ჰგავხართ ასე ძალიან, ნათესაური კავშირი ხომ არ გაქვთ?

– ნათესაური კავშირი მაკა ასათიანთან არ მაქვს. ყველამ იცის ვინ არის მაკა ასათიანი, ყოველთვის ძალიან მომწონდა, სანამ მაკიაჟის გაკეთებას და გაპრანჭვას დავიწყებდი, იმ დროიდან ჩემი ფავორიტი ქალი იყო.

ის გახლდათ პირველი ქართველი მანდილოსანი, რომელმაც მოდაზე დაიწყო საუბარი საქართველოში, ჰქონდა ჩვენებები, აქტიურად დადიოდა საზღვარგარეთ და ა.შ. მისი სტილი ძალიან მომწონდა. როცა პირველად გავიკეთე მაკიაჟი, მეც ლაინერი წავისვი თვალზე. სამწუხაროდ ვერ ვიხდენ სხვანაირ მაკიაჟს. რაც შეეხება თმას, მაქვს მაღალი შუბლი და ყოველთვის „ჩოლკას“ ვატარებ.

როდესაც წამოვიზარდე, თმა წითლად შევიღებე, თუმცა ბუნებრივი საღებავებისგან შევიცვალე თმის ფერი და მალე ჩამომერეცხა. ამიტომ სალონში დავრეკე და დიდი ძალისხმევის შემდეგ, თმა შავად გადავიღებე. ბევრი მამსგავსებს მაკა ასათიანს და მსიამოვნებს ეს კომპლიმენტი.

არასოდეს ვიტყვი, რომ ზუსტად ისეთი ვარ. საქართველოში ბევრი ლამაზი ქალია: სალომე ღვინიაშვილი, თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ა.შ.

ბევრი უარყოფითი კომენტარიც დაიწერა, სოციალურ ქსელში ჩემი და მაკა ასათიანის მსგავსებაზე, თითქოს ლინზები მაქვს და ა.შ. ასეთი თვალის ფერი მაქვს და ჯერჯერობით არანაირი ინექცია არ მაქვს გაკეთებული სახეზე. როდესაც უცხო ადამიანები მეუბნებიან, რომ მაკა ასათიანს ვგავარ, მსიამოვნებს ამის მოსმენა, მაგრამ მერიდება და ვწითლდები.

ჩემი ინდივიდუალიზმი მაქვს, რაც ფოტოებზე არ ჩანს, ბევრი რამ განმასხვავებს მისგან. მაკას დახვეწილი, კლასიკური სტილი აქვს, მე კი დიდი საყურეები მიყვარს და „ციგანკა“ ქალებს მადარებენ.

 

Tags: გულო გარმელიამაკა ასათიანი
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი
კვირის TOP 5

„მანქანაში უცნაური რამ აღმოაჩინა, სავარაუდოდ – ჯადო” – რას ამხელს დავით კოდუას ოჯახის ახლობელი

by Prime Ambebi
January 4, 2022
როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)
კვირის TOP 5

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტოები)

by Prime Ambebi
January 4, 2022
20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა
კვირის TOP 5

20 წლის გოგო უჩივის ექიმს, ვისთანაც დედამისი ორსულობისას დადიოდა

by Prime Ambebi
December 22, 2021
VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი
ვიდეო

VIDEO: სამზარეულოში მოფუსფუსე ვალერი მელაძე –  წყვილის ოჯახური სადილის სამზადისი

by Prime Ambebi
March 1, 2022
“ძუძუ რომ მოაჭამა“ მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?“ – ანა წითლიძე სააკაშვილზე
Slider 2

“ძუძუ რომ მოაჭამა“ მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?“ – ანა წითლიძე სააკაშვილზე

by Prime Ambebi
January 4, 2022
Load More

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved