68 წლის შერონ ოზბორნმა გადაცემაში The Talk განაცხადა, რომ ოთხი წლის წინ თავის მოკვლაზე ფიქრობდა. ოზი ოზბორნის მეუღლემ თქვა, რომ მას ამის ჩადენა აკვიატებული ჰქონდა, თუმცა გადაწყვიტა ფსიქოლოგისთვის მიემართა და ცუდი ფიქრები თავიდან ამოეგდო.

“ფსიქოლოგს მივმართე, იქ გავიცანი ორი გოგონა, მათ რადიკალურად შეცვალეს ჩემი ფიქრები და მივხვდი თვითმკვლელობა გამოსავალი არ იყო. გოგონები ნარკოტიკებს იღებდნენ, მათმა დედებმა თავი მოიკლეს. დავფიქრდი იმაზე, რომ ამ გოგონების ადგილზე შეიძლება ჩემი შვილები ყოფილიყვნენ და ნეგატიურ ფიქრებს სამუდამოდ დავემშვიდობე. თვითმკვლელობა არაფერს არ ცვლის” – განაცხადა შერონ ოზბორნმა.

შერონ ოზბორნმა თვითმკვლელობა სამჯერ სცადა, ის ხანგრძლივი დროით ებრძოდა ღრმა დეპრესიას, რომელიც მისთვის მძიმე დიაგნოზის დასმის შედეგად იქნა გამოწვეული. მუსიკოსის მეუღლეს 2002 წელს მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა დაავადება რამდენიმე წლიანი მკურნალობის შემდეგ დაამარცხა.







