შესაძლოა ბევრისთვის უჩვეულოა, მაგრამ ანუკი არეშიძეს ბუნებასთან ურთიერთობა ძალიან უყვარს. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს მთიან კურორტებს და ასევე, მამის ფერმას ლაგოდეხში, სადაც შინაურ ცხოველებს და ფრინველებს სიამოვნებით აპურებს.
ანუკიმ წყნეთის აგარაკზე ულამაზესი ბაღი გააშენა, სადაც კარანტინის დროს მარწყვი საკუთარი ხელით დათესა და მოსავალიც მიიღო. ეზოში ასევე ულამაზესი ყვავილები გაახარა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკრიფა და ფოტოსესია მოაწყო.
“ყვავილები ჩემი ბაღიდან” – ასეთი დასათაურებით გამოაქვეყნა ინსტაგრამის პირად გვერდზე მან ახალი ფოტოები.








