ნიკოლოზ მელიას სახლში ყოფნა ჰყვარებია. თუმცა, როგორც “მთავარის” დილის რუბრიკაში თქვა, შინ არ იკვებება. ამბობს, რომ მისი მაცივარი ცარიელია. მელიამ საზოგადოებას თავისი დილის შესახებ მოუყვა.
ნიკოლოზ მელია: – დილას თავის და სახის პარსვით ვიწყებ. გრძელ თმას ვატარებდი და მეგონა, სულ ასე იქნებოდა. მაგრამ 23 წლის ვიყავი, როცა პირველად შევამჩნიე, რომ თმა მცვიოდა. ნერვიულობისგან თავი ამტკივდა.
გაპარსვის შემდეგ ვიმზადებ ყავას, საუზმეს იშვიათად გეახლებით. 5 ივლისიდან მოყოლებული, მეგობრებთან ერთად, გლდანში ვიკვებები. სახლში იშვიათად ვჭამ. ჩემი მაცივარი ცარიელია. ტკბილეულს არ გეახლებით. რაც არ ვვარჯიშობ, წონაში მოვიმატე.
სახლში ყოფნა მიყვარს. ტვინს ვასვენებ და შინ ნაკლებად ვლაპარაკობ.
როდესაც ხელისუფლებამ სამაჯური გამიკეთა და მითხრა, სახლში უნდა იჯდეო, ფიქრის შესაძლებლობა მომეცა და ბევრი სწორედ იმ დროს რამ გადავაფასე.












