მომღერალი მერაბ სეფაშვილი გუშინ იუბილარი იყო. ის 59 წლის გახდა და საკუთარი დაბადების დღე მცხეთაში ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა, სადაც უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავდა მიწვეული.
სტუმრებს შორის იყვნენ ხატია შამუგია და გვანცა კილასონია. ჟურნალისტებს მერაბ სეფაშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
დაბადების დღის ვიდეო, ხატიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც ხმაური მოჰყვა. მერაბ სეფაშვილი დაბადების დღის აღნიშვნისთვის მკაცრად გააკრიტიკეს.
“პანდემიის დროს როგორ იქცევით ? თუ სხვებს ეხებათ შეზღუდვები და თქვენ ვირუსი არ დაგემართებათ და ვერც სხვებს გადასდებთ ?”, “919 ახალი შემთხვევაა ვირუსის, თქვე მართლა მაიმუნებო ! გამოუსწორებელი ქაჯები ხართ !” – დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა.
მეეემ გილოცაააავ N 1 🌺🎈💖🎁🍷
Posted by Khatia Shamugia on ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2020






