რომის პაპის ფრანცისკეს შესახებ ფილმი გადაიღეს, რომლის პრემიერაც 21 ოქტომბერს რომის კინოფესტივალზე შედგა. ფილმში საუბარია ასევე ლგბტ პირების შესახებ. პაპი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან წყვილებს შეეძლებათ სამოქალაქო ქორწინება. “ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება გახდნენ ოჯახის წევრები. ისინი უფლის შვილები არიან და ოჯახის ყოლის ბედნიერებაც უნდა ჰქონდეთ. ამის გამო არავინ უნდა იყოს გარიყული და უბედური,” -აღნიშნა მან ფილმისთვის გადაღებულ ინტერვიუში.







