დევიდ ბექჰემი ქალიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო ისევ სკანდალში ეხვევა. გუშინწინ, მან სოციალურ ქსელში 9 წლის ჰარპერთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, სადაც მამა შვილს ტუჩებში კოცნის.
ოჯახური ფოტოები პირად გვერდზე ვიქტორია ბექჰემმაც გააზიარა და ამან კიდევ უფრო დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

გამომწერები წერდნენ, რომ მამამ შვილს ტუჩებში არ უნდა აკოცოს. თუმცა იყვნენ ისეთებიც ვინც ბექჰემის საქციელი მოიწონა.
ყოფილი ფეხბურთელი ქალიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში 2017 წელსაც გაეხვა. მას მაშინაც ჰარპერის ტუჩებზე კოცნის გამო აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით ბექჰემმა ამის გამო ახსნა-განმარტებაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის ძალიან არის მიჯაჭვული ოჯახის წევრებზე და არასწორად არ მიაჩნდა სიყვარულის ამ ფორმით გამოხატვა, უფრო მეტიც, მან თქვა, რომ ტუჩებში კოცნის ოჯახის ყველა წევრს, უფროსი ვაჟის ბრუკლინის გარდა.









