Sunday, April 19, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე…” – სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო “გარდენიამდე”

PRIMEAMBEBI.GE by PRIMEAMBEBI.GE
October 25, 2020
in მთავარი ამბავი.., სიახლეები
0
“7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე…” – სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო “გარდენიამდე”
96
SHARES
532
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს სა­კუ­თა­რი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან:

“სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი 18 წლის ვი­ყა­ვი. ას­კა­ნი­დან ჩა­მო­ვე­დი, დე­ი­დებ­თან, მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე, მი­მი­ჩი­ნეს ერთი კუ­თხე. ჩემს შე­ნახ­ვას სოფ­ლი­დან ვერ შეძ­ლებ­დნენ, რამე უნდა მე­ღო­ნა. თერ­თმე­ტი ნო­მე­რი ტრო­ლე­ი­ბუ­სით დავ­დი­ო­დი უნუ­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­ში, ვა­კის პარ­კის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს უშნო, დიდი რკი­ნის ჯი­ხუ­რი იდგა გზის პი­რას, ქა­ლე­ბი წავ­კი­სი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ყვა­ვი­ლით ვაჭ­რობ­დნენ. ერთი კვი­რა იყო გა­სუ­ლი, რაც სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას ვცდი­ლობ­დი, მი­ვა­დე­ქი მო­ფუს­ფუ­სე მეყ­ვა­ვი­ლე­ებს და გა­ვე­ცა­ნი, ვუ­თხა­რი, რომ სო­ფელ­ში ხში­რად ვა­კე­თებ­დი სამ­გლო­ვი­ა­რო გვირ­გვი­ნებს და თუ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბოდ­ნენ, ვაჩ­ვე­ნებ­დი რა შე­მიძ­ლია.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვდნენ ჩემს შე­თა­ვა­ზე­ბას მაგ­რამ ჯი­ხუ­რის უკან, ჩრდილ­ში და­ლა­გე­ბუ­ლი ძმერხლის და შქე­რის ტო­ტე­ბის­კენ მი­მი­თი­თეს. კა­ტა­ბარ­დას ღერო მოვგრი­ხე, ხავ­სის გუნ­და მი­ვა­მაგ­რე, ჩი­ტა­ვაშ­ლას ტოტი და წვრი­ლი ჟაბო მი­ხა­კი ჩა­ვა­მაგ­რე, არა­უ­შავს გა­მო­ვი­და, გა­ვი­ტა­ნე და დახლზე დავ­დე. ათი წუთი არ იქ­ნე­ბო­და გა­სუ­ლი მან­ქა­ნა გა­ჩერ­და, სქელ სქე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გად­მო­ვი­და, ბევ­რი ოქრო ეკე­თა და გვირ­გვი­ნი შე­ი­ძი­ნა, მგო­ნი 15 ლა­რად, გა­მი­ხარ­და. იმ დღეს­ვე მომ­ცეს ყო­ფი­ლი საყ­ვა­ვი­ლე მა­ღა­ზი­ის გა­სა­ღე­ბი, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში, მი­ვა­ლა­გე, გუ­რი­ი­დან თხი­ლის წკნე­ლი, კრიფ­ტო­მე­რია, ხავ­სი, გამ­შრა­ლი ჰორ­ტენ­ზი­ე­ბი, ღო­მის თავ­თა­ვი, სი­მინ­დის ფუ­ჩე­ჩი ჩა­მო­ვი­ტა­ნე და შე­ვუ­დე­ქი საქ­მეს.

მალე და­ვა­ტყვე ხელი, უბან­მაც უცებ გა­მიც­ნო. ლექ­ცი­ე­ბი­დან მო­სულს მხვდე­ბო­და სია, რკი­ნის კე­დელ­ზე მაგ­ნი­ტის ნა­ტე­ხით მი­მაგ­რე­ბუ­ლი: “ერთი ცალი 10 ლა­რი­ა­ნი გვირ­გვი­ნი იე­ბით. ერთი ცალი 25 ლა­რი­ა­ნი, თეთ­რი ვარ­დით (ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქა­ლია), 2 ც თა­ი­გუ­ლი ერთი დე­დოფ­ლი­სა, ერთი მეჯ­ვა­რის­თვის მი­სარ­თმე­ვი, ლე­ი­ლას გოგო გა­თხოვ­და.. და მის­თა­ნე­ბი”. ქა­ლე­ბი მე­ტის­მე­ტად საყ­ვა­რე­ლი, უბ­რა­ლო, მაგ­რამ გუ­ლი­ა­ნე­ბი გა­მოდ­გნენ, შვი­ლი­ვით შე­მიყ­ვა­რეს, მივ­ლიდ­ნენ, შრო­მას მი­ფა­სებ­დნენ და ზრუ­ნავ­დნენ ჩემ­ზე… დე­ი­და დოდო და მა­რი­ა­მი.

შვი­დი წელი ვი­მუ­შა­ვე ამ ჯი­ხურ­ში, კაც­მა არ იცის რამ­დე­ნი გვირ­გვი­ნი, კა­ლა­თი თუ თა­ი­გუ­ლი შევ­კა­რი. ძა­ლი­ან ბევ­რი ვის­წავ­ლე ამ ორი მშრო­მე­ლი ქა­ლის­გან. სა­ო­ცა­რი ალღო ქონ­დათ, მან­ქა­ნა რომ გა­ჩერ­დე­ბო­და, წა­მო­ავ­ლებ­დნენ თა­ი­გულს ხელს და გა­მო­ე­გე­ბე­ბოდ­ნენ მყიდ­ველს… არ მახ­სოვს, ერ­ხელ მა­ინც შემ­ცდა­რიყ­ვნენ და მუშ­ტარს ეთ­ქვას არა ეს არ მინ­და, რა­საც მთა­ვა­ზობთ სხვა მაჩ­ვე­ნე­თო, სულ მიკ­ვირ­და, ამას რო­გორ ახერ­ხებ­დნენ და რო­გორ ცნობ­დნენ ვის რა, რო­დის და რო­გორ… ახ­ლაც მიკ­ვირს.

მა­რი­ა­მი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, დე­ი­და დოდო დიდი ხა­ნია აღარ მი­ნა­ხავს, რკი­ნის ჯი­ხუ­რიც რა­ხა­ნია აღარ დგას ვა­კის პარ­კის წინ…

დღეს გრი­ლი დღე იყო და საქ­მეს ვე­შუ­რე­ბო­დი, ცი­ნერ­ა­რი­ე­ბის გა­ბარ­დულ ბუჩ­ქებს ვსხლავ­დი, თავ­ზე დოდო დე­ი­და და­მად­გა, ცოტა მოხ­რი­ლა, მო­ფუმ­ფუ­ლე­ბუ­ლა, თმე­ბი შე­უ­ღე­ბავს და ხე­ლე­ბი აღარ ქონ­და ისე გა­უ­ხე­შე­ბუ­ლი რო­გორც მა­შინ… შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა მო­იყ­ვა­ნეს ჩემ­თან. რო­გორ გა­ვი­ხა­რე, რო­გორ… ყვე­ლა­ფე­რი ვაჩ­ვე­ნე, ბაღი და სათ­ბუ­რე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე, ბევ­რი მე­ფე­რა და ვე­ფე­რე… წას­ვლი­სას მი­თხრა სულ არ მიკ­ვირს, მა­შინ­ვე გე­ტყო­ბო­და, რომ არ მო­ის­ვე­ნებ­დიო… მიდი, მიდი მი­ხე­დე, სტუ­მა­რი გე­ლო­დე­ბა, აი ეს ოლი­ან­დრის აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ბუჩ­ქი შეს­თა­ვა­ზე მყიდ­ვე­ლი­აო ჩუ­მად მი­თხრა… შვი­დი­ვე ოლი­ან­დრი წა­ი­ღო თა­ვი­სი ბა­გე­ბის ეზოს ჭიშ­კარ­თან და­სარ­გა­ვად ბა­ტონ­მა გო­ჩამ… დე­ი­და დო­დოს გა­ე­ღი­მა…”.

Tags: ზურა შევარდნაძე
PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved