26 წლის თეონა ყოლბაიას ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ მთლიანად შეცვალა, თუმცა ახლა იმ დღეს განსხვავებულად ხედავს და იხსენებს.
ყოლბაია 2015 წლის 5 მაისს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და 13 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამნისტიის შემდეგ მას სასჯელის ვადად 4 წელი განესაზღვრა.
გათავისუფლებმდე ნახევარი წლით ადრე კი მსჯავრდებული მუსიკალურ პროექტში „ვოისში“ მონაწილეობდა, როდესაც იგი იმდროინდელმა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა პირდაპირ სცენიდან გაათავისუფლა.
მსოფლიო ტელესივრცეში უპრეცედენტო შემთხვევას BBC-ც გამოეხმაურა.
„ეს იყო მართლაც შოკი. მადლობა იმ მომენტში არ მითქვამს ბატონი კახისთვის, რადგან იქ უკვე ქაოსი იყო. სცენაზე ყველა მეხუტებოდა და ბატონ კახისთან მისვლა ვერ მოვახერხე. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ექვსი წლის შემდეგ გადავუხადე მადლობა“, – ამბობს თეონა ყოლბაიამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. გაგრძელება












