მომღერლების წყვილი გურამ ლომიძე და ივანა მელაი წლებია ჩიკაგოში ცხოვრობენ, სადაც შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, პატარა ელიზაბეტ ნატალის აღზრდით არიან დაკავებულები. ივანა და გურამიკო პანდემიის პერიოდში საქართველოში დაბრუნდნენ, თავიანთ სიახლეებზე მკითხველს ივანა მელაიმ უამბო და ექსკლუზიური ფოტოსესიაც მოაწყო.
– როგორც ვიცი კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრეთ და პანდემიის მიუხედავად საქართველოში ჩამოსვლა მაინც მოახერხეთ, გვიამბეთ რატომ გადაწყვიტეთ ეს?
– მე ყოველთვის ვოცნებობდი ამერიკაში სწავლაზე, ჩავაბარე გამოცდების გარეშე, გასაუბრების საფუძველზე, ვსწავლობდი 2 წელი და ავიღე დიპლომი, რითიც ვარ კინოს და ტელევიზიის პროდიუსერი, რომელიც ჩემი დამატებითი პროფესია გახდა.
ამ განათლებას, ჩემი კარიერისთვის კარგად ვიყენებ, ასევე საინტერესოა რომ პანდემიის წელი ჩემთვის პროდუქტიული აღმოჩნდა, რადგანაც “music garage”-ში ჩავწერე ალბომი. ეს ლეიბლი ჩიკაგოში საუკეთესოდ ითვლება, აქ წერდნენ სიმღერებს სტინგი, ბარბარა სტრეიზანტი , Maroon 5 და სხვა ვარსკვლავები.
მე მიმიწვია სტუდიის პროდიუსერმა და პრაქტიკულად ეს გუნდი მუშაობს ჩემთან ერთად, მათ აარჩიეს ჩემთვის აფროამერიკელი კომპოზიტორები, რომლებმაც სამი სიმღერა დამიწერეს. ვმუშაობ კლიპზე, რომლის რეჟისორიც თავად ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის და ეს სიმღერა ამერიკაში „მიქს რადიოში“ გადის აქტიურად.

რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, პანდემიის დროს, 1 აგვისტოს უკვე თბილისში ვიყავით, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ, ისინი საქართველოს მეორე სამშობლოს უწოდებენ. ვიყავით 2 კვირიან იზოლაციაში, თუმცა ძალიან უცნაური შეგრძნება იყო ჩამოსვლა, რადგანაც ძალიან გვეშინებოდა ვირუსის, თუმცა ყველა წესი და რეგულაცია დავიცავით.
– ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო დიმა ბილანთან ერთად ცოცხლად შესრულებული დუეტის, დეტალები რომ მოგვიყვეთ და რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?
– დიმა ჩემი ახლო მეგობარია უკვე მრავალი წელია, რომელსაც უფრო შემოქმედებით მეგობარს ვუწოდებ. ის ჩამოფრინდა ჩიკაგოში, სადაც კონცერტი ჰქონდა და მთელი დღე ერთად ვიყავით, ხოლო კონცერტზე, ერთ-ერთი სიმღერის დროს მან წარმადგინა როგორც არტისტი საქართველოდან და შემდეგ ჩემი საყვარელი სიმღერა დუეტში ვიმღერეთ, რასაც დიდი აღფრთოვანება მოყვა. მე და დიმას გვაქვს შემოქმედებითი სიურპრიზი მომზადებული მაყურებლისთვის რასაც მალე მოისმენთ.
– გარდა წარმატებული კარიერისა, გაქვთ ბედნიერი ოჯახი, რა რჩევებს მისცემთ სხვებს როგორ უნდა შეინარჩუნონ ბედნიერი ოჯახი და ქონდეთ წარმატებული კარიერა?
ზუსტად არ ვიცი რეცეპტი, რაც ვიცი არის ის რომ ყველამ თავისი გზა უნდა გაიაროს და იბრძოლოს ამისთვის, რაც მთავარია უნდა იყუროთ წინ და მხოლოდ წინ.
– ელიზაბეტი ხომ არ მღერის?
– ელიზაბეტი არის 3 წლის, არის ძალიან არტისტული, კომუნიკაბელური ბავშვი, ძალიან კარგად მღერის და ისეთ მელიზმებს აკეთებს რომლებსაც მე და გურამი ვერ ვაკეთებთ, მე მგონია რომ ის აუცილებლად ხელოვნების გზას აირჩევს

– როგორია სამომავლო გეგმები?
– ეხლა მოვრჩი ფოტოსესიას უნიკალურ გუნდთან ერთად, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან ,მამუკა კიკალიშვილთან და ლადო ბოკუჩავასთან ერთად და ეს ფოტოსესია ძალიან საინტერესო გამოვიდა, მათ ეკუთვნით ჩემი ალბომის “MADE IN GEORGIA” ყდაც, თქვენს მკითხველს ექსკლუზიურად შეუძლია ამ ფოტოების ნახვა.
ასევე შედგება ჩემი ახალი კლიპის პრემიერა.
მიუხედავად ჩემი პოზიტიური განწყობებისა, მე ძალიან კარგად მესმის რა რთულია ეს პერიოდი ყველასთვის და მინდა რომ ჩემი სიმღერით გამავხნევო მოსახლეობა, მე რომ ვიყო ივანკა ტრამპი და არა ივანა მელაი უკანასკნელს გავიღებდი რომ ზუსტად ისე დავმხმარებოდი მოსახლეობას როგორც ქართველმა მასპინძელმა იცის სტუმრის პატივისცემა და გამასპინძლება.
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, გაძლიერებას და რწმენას.












