ხონის, ვანის, სამტრედიის და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს აფასებს.
“მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა ოცნებას ოქმზე როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. (ასლი ინახება, სადაც 18 ეწერა)
არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას!
თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი” – წერს ჟორჟოლიანი.







