ჰოლივუდის ვარსკვლავის სკარლეტ იოჰანსონის და სცენარისტ კოლინ ჟოსტის ქორწინების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინსაიდერების თქმით, საქორწინო ცერემონიალი ჰოლივუდის ვარსკვლავის სახლში შედგა, რომელიც 2018 წელს 4 მილიონ დოლარად შეიძინა.
წყვილის ახლობლების თქმით, მათ ცერემონიალისთვის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდათ.

სახლი, სადაც საქორწინო წვეულება შედგა 1953 წელს აშენდა, მას აქვს დიდი ეზო, საცურაო აუზი და ეზოში დგას კოტეჯი, რომელიც სტუმრების მისაღებად კომფორტულია.
წყვილმა უარი თქვა საქორწინო საჩუქრების მიღებაზე, მათ გადაწყვიტეს საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხა სოციალური პროექტისთვის დახარჯულიყო და საქველმოქმედო ორგანიზაციაში Meals on Wheels-ში გადაირიცხა.
წყარო იმასაც ამბობს, რომ ქორწილში ბევრი სტუმარი არ იყო მიწვეული, რადგან მათ სურდათ მნიშვნელოვანი დღე, მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღენიშნათ.








