მსახიობ რუსკა ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ მან საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.
„HELLO. Covid-19. Positive..“,- წერს ქარქაშაძე.
ცნობისთვის, მელანო ‒ ამ სახელით გაიცნო მაყურებელმა 13 წლის რუსკა ქარქაშაძე, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“.
რუსკა მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
„პატარა რომ ვიყავი თეატრალურ სტუდიაში მიმიყვანეს, შემდეგ ერთ-ერთ რეჟისორს მოვეწონე და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიმიწვია. თეატრში რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობ, რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე, კომედი ქიდსში“,- ამბობს რუსკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გოგონა შესანიშნავად ცეკვავს და ასევე ბლოგერია.






