კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ყველა სფეროს შეეხო. მათ შორის არის რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი ვალერი მელაძე.
55 წლის არტისტმა კოლეგებს მოუწოდა უარი თქვან საახალწლო სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობაზე. ამის არგუმენტად მან ის ფაქტი მოიყვანა, რომ ყოველდღიურად მეტროში სამი მილიონი ადამიანი დადის, იქ არ არის დაცული არც დისტანცია და არც სხვა საკარანტინო წესები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები კი 8 თვეა სამსახურის გარეშე დარჩნენ.
“ტელევიზორს როცა ჩართავენ და ნახავენ, რომ არ არის საახალწლო განწყობა, ვფიქრობ ეს იქნება სიგნალი, რომ მივაწვდინოთ ხმა, ჩვენი სფერო საარსებო შემოსავლის გარეშე რომ არის დარჩენილი. გონივრული იქნება თუ უარს ვიტყვით არტისტები საახალწლო პროექტებზე, ათიათასობით ადამიანი 8 თვეა უმუშევრად არის დარჩენილი” – განაცხადა მელაძემ პირად გვერდზე.
მელაძის პოსტმა ბევრ გამომწერს დასწყვიტა გული, თუმცა ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვინც თვლის, რომ კონცერტების გამო გული არ დაწყდებათ.
“ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, როდესაც ტელევიზორს ჩავრთავ და არ დამხვდება საახალწლო პროგრამები” წერენ ვარსკვლავს კომენტარებში.
ვალერი მელაძის პოსტს რუსული პრესაც გამოეხმაურა. თუმცა მან ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარი აზრი, უბრალოდ ჰიპოტეკურად გამოთქვა.
“მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, თუმცა ვფიქრობ საახალწლო კონცერტები მაინც იქნება, რადგან ხალხს გადაღებები მოენატრა” – განაცხადა მელაძემ.






