ტვ პირველის გენერალური დირექტორის მოადგილეს, პროდუსერ ლევან კირვალიძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ მან, ინფორმაცია “პრაიმამბებს” დაუდასტურა.
“მაღალი სიცხე მქონდა გუშინ, ამიტომ ტესტი გავიკეთე და კოვიდდადებითი ვარ.
სტაბილურად მაქვს სიცხე 37, თავის და სახსრების ტკივილი. საიდან დავინფიცირდი ჩემთვის უცნობია” – განაცხადა კირვალიძემ.











