2020 წელს უამრავ ცნობილ ადამიანს ჰქონდა დაგეგმილი ქორწინება და მათ შორის იყო 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 45 წლის ალექს როდრიგესის ვარსკვლავური წყვილიც, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მათ ქორწინების თარიღი ორჯერ გადადეს.
ჯენიფერ ლოპესი ენდი კოუენის შოუს სტუმარი იყო რადიო SiriusXM-ს ეთერში, სადაც განაცხადა, რომ შესაძლოა ყოფილ ბეისბოლისტზე არც კი დაქორწინდეს.
ამის მაგალითად კი გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი მოიყვანა, რომლებიც 37 წელია ერთად არიან, მაგრამ ოფიციალურად არ დაქორწინებულან.

“ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამის შესახებ, უკვე ვიყავით ქორწინებაში და გვინდა ახლა დაქორწინება? რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?!” – განაცხადა ჯეილომ.
ლოპესმა გადაცემაში აღიარა რომ ქორწილის ჩაშლამ გული დასწყვიტა, რადგან ყველაფერი დაგეგმილი იყო, თუმცა მარტში მიხვდნენ რომ ეს არ მოხდებოდა.
“იტალია ყველაზე ცუდი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ იქ ვაპირებდით დაქორწინებას, მაგრამ იმედები გაგვიცრუვდა.
ყველაფერს თავისი დრო აქვს. როდესაც კურტს და გოლდს შეხედავთ, იფიქრებთ, რომ საჭიროა ოფიციალური ქორწინება?

ვფიქრობ უბრალოდ დრო მოგვეცა დაფიქრებისთვის?” – განაცხადა ჯენიფერ ლოპესმა.
ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან.







