სოციალური ქსელი დღეს ერთმა პოსტმა მოიცვა.
გვერდი celeb.ge მოსახლეობას სთავაზობს ცნობილი ადამიანების ვიდეომიმართვებს.
ვიდეოები ბუნებრივია ფასიანია.
“პრაიმამბები” კომპანიას მითითებულ გვერდზე დაუკავშირდა და შეეცადა ფასი გაერკვია.
როგორც აღმოჩნდა, კომპანია თოვლის ბაბუის ვიდეომილოცვებსაც სთავაზობს მომხმარებელს და მისი ფასი 68 ლარი არის.
– ცნობილი ადამიანების ვიდეომილოცვა რა ღირს?
– ფიქსირებული ღირებულებაა და 99 ლარს შეადგენს. თითოეული ვიდეოს მიღების დრო არის 48 საათი.
– რატომ ღირს 99 ლარი, აქცია გაქვთ რამე?
– ასე გადავწყვიტეთ. ვებგვერდზე შეგიძლიათ აირჩიოთ ცნობილი ადამიანი და მიიღებთ მილოცვას.







