Sunday, May 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“როგორც ვხედავთ ეს პოლიტიკური ქორწინება არ ყოფილა” – რას ამბობს სამეფო კარის სპიკერი დავით ბაგრატიონის ქორწინებაზე და არის თუ არა ლეგიტიმური პრინცესა ირინა ბეგაშვილი

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
January 6, 2021
in კვირის TOP 5, მთავარი ამბავი, სიახლეები
0
პრინცესა ირინა ბეგაშვილმა ფეისბუქი გააუქმა
635
SHARES
3.5k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

დავით ბაგრატიონის და ირინა ბეგაშვილის გარშემო დიდი ინტერესია, თუმცა იმის გარდა, რომ მეფემ ცოლად ბანკის ყოფილი თანამშრომელი და მისი ყოფილი სიყვარულის მოგვარე მოიყვანა, ამ დრომდე არაფერია ცნობილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილს, შორენა ბეგაშვილთან დაშორების შემდეგ ხვდებოდა და მოგვიანებით, ის ანა ბაგრატიონზე დაქორწინების გამო მიატოვა.
ჩვენი წყაროს ცნობით, დავითმა ირინა ბეგაშვილი ახლობლებს ზაფხულში გააცნო. მან სახლში სტუმრები დაპატიჟა და ირინა ბეგაშვილი წარუდგინა.
“პრაიმამბები” სამეფო კლუბის სპიკერს გაიოზ მამალაძეს დაუკავშირდა და შეეცადა პრინცესას შესახებ მეტი დეტალი შეეტყო.
– მე პირად ცხოვრებებში არ ვერევი. ვიცოდი დავითის ცხოვრებაში ეს სასიამოვნო სიახლე რომ მოხდა, კარგა ხანია დაოჯახდა. დავით ბაგრატიონი თავისუფალი ადამიანია და დემოკრატიული კანონები არ უკრძალავს მეორე ცოლის მოყვანას.
– შორენა ბეგაშვილი გვარის გამო იქნა თავის დროზე დაწუნებული, ირინა ბეგაშვილი რატომ არის მისაღები პრინცესა?
– მე არავინ დამიწუნებია, არავის არ აქვს ვინმეს დაწუნების უფლება, ეს შორენა ბეგაშვილი იქნება თუ ირინა ბეგაშვილი.

მონარქისტულ ქვეყნებში განათხოვარიც შეიძლება გახდეს დედოფალი და შვილიანი ქალიც. ადამიანს როგორც უნდა ისე იცხოვრებს, ყველას აქვს ბედნიერების უფლება.
– გაიცანით პრინცესა ირინა?
– მე პრინცესა ირინას პირადად არ ვიცნობ. შესახედავად ძალიან კარგი გოგონაა და იმედია კარგი ადამიანიც იქნება. მთავარია უყვართ ერთმანეთს.
– იგეგმება თუ არა სამეფო ქორწილი?
– არ ვიცი, ახლა ქორწილები აკრძალულია, როცა გაიხსნება ყველაფერი, ბაგრატინების გვარშიც იქნება ქორწილები და თქვენს გვარშიც. ალბათ პატრიარქიც დალოცავთ, ის ყველას ლოცავს და დავით ბაგრატიონის ოჯახი გამონაკლისი რატომ იქნება?
სიყვარული რომ არის ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ ცოლად მოიყვანა და როგორც ვხედავთ ეს პოლიტიკური ქორწინება არ ყოფილა.
– ანა ბაგრატიონთან პოლიტიკური ქორწინება იყო?
– ანასთან პოლიტიკური ქორწინებაც იყო, მაგრამ როგორც ვიცი გრძნობებიც იყო. მე ადამიანების პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდები, ჩემთვის მთავარია სახელმწიფოებრივი ინტერესები.
– ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონი ხან საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხან კიდევ საქართველოში…
– დავითი საქართველოს მოქალაქეა. ბრიტანეთში მაღაროელის შვილიშვილი კეიტ მიდლტონი ხდება დედოფალი.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

იგივე ხდება ნორვეგიაში, საქართველოში ჟურნალისტ გოგონასაც აქვს ლეგიტიმაცია გახდეს დედოფალი, როცა აღდგება მონარქია.

ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულს, არის ოჯახები სადაც სიყვარულის გამო ქორწინდებიან, მაგრამ დასავლეთ ევროპის დედოფლები და მომავალი დედოფლები არიან კონკიები.

ჟურნალისტია დღეს ესპანეთის დედოფალი და კარგად ასრულებს მოვალეობას და ასე მოხდება საქართველოშიც. ირინა ბეგაშვილიც არის სამეფო ოჯახის მეთაურის მეუღლე. დასაძრახი არაფერი არაა.
დავითსაც აქვს სიყვარულის უფლება და სხვასაც.
– რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ნათქვამი იყო, რომ შორენა ბეგაშვილი მონარქიის რუკიდან საქართველოს გასაქრობად გამოიყენეს…
– შეთქმულების თეორიებს ნუ მივყვებით. მთავარი არის როცა ადამიანი ბედნიერია.
– გეგმავს თუ არა სამეფო კლუბი პრინცესა ირინასთვის წვეულების გამართვას?
– აკრძალულია ახლა ყველაფერი კანონით.
– დავით ბაგრატიონი თუ გეგმავს საზოგადოებას წარუდგინოს ირინა ბეგაშვილი?
– ყველას გარკვეული მოვალეობები აქვს, ის წარმოადგენს ბაგრატიონების გვარს და ჩვეულებრივ განაგრძობს თავისი საქმიანობის შესრულებას.

თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

October 16, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved