სულ ცოტა ხნის წინ, “პრაიმამბებისთვის” ცნობილი გახდა, რომ გრიშა ონიანს დიღმის გზაზე უცნობ ქალბატონთან შელაპარაკება მოუვიდა.
“პრაიმამბები” დაზარალებულ ქალბატონს დიანა კირანოვას დაუკავშირდა.
– ქალბატონო დიანა, სად მოხდა შელაპარაება გრიშა ონიათან?
– ინციდენტი დღეს მოხდა, დაახლოებით ორი საათის წინ. დიღმის გზაზე მივდიოდი, რა დროსაც გვერდით ამომიდგა ეს მამაკაცი. ჩვეულებრივი სიჩქარით მივდიოდი, ამ მანქანამ გადამიჭრა გზა და შეიქმნა საავარიო სიტუაცია, ლამის დავეჯახე მარჯვენა ბორდიურს.
გავაჩერე მანქანა და დავუსიგნალე, რას აკეთებ-მეთქი, არ მოეწონა ეს. ამის შემდეგ დაახლოებით სამი-ოთხი კილომეტრი “ვგონკაობდით”, მინდოდა პატრულს დავენახეთ. ბოლოს წინ გზა გადამიკეტა, გადმოვიდა და შეურაცხყოფა მომაყენა.






