Sunday, May 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“მადლობელი ვარ პატრიარქის მისი სიმამაცისა და იმ რჩევებისთვის, რომელიც მან წლების განმავლობაში მომცა” – დავით ბაგრატიონი უწმინდესზე, ოჯახსა და გატაცებაზე

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
January 14, 2021
in სიახლეები
0
“მადლობელი ვარ პატრიარქის მისი სიმამაცისა და იმ რჩევებისთვის, რომელიც მან წლების განმავლობაში მომცა” – დავით ბაგრატიონი უწმინდესზე, ოჯახსა და გატაცებაზე
141
SHARES
786
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

საქართველოს სამეფო სახლმა, თავის ფეისბუქგვერდზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ფრანგული გაზეთის – Monarchies et Dynasties du monde-სთვის მიცემული ინტერვიუ გამოაქვეყნა. ბატონიშვილი საუბრობს თავის ოჯახზე, ესპანეთში ცხოვრებაზე, რალით გატაცებაზე, საქართველოს პატრიარქზე, მონარქიის აღდგენაზე… გთავაზობთ ამონარიდს.

 

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

– 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამო, თქვენი ოჯახი იძულებული გახდა გადასახლებულიყო. მადრიდში დაიბადეთ, თქვენი ცხოვრების საკმაოდ დიდი პერიოდი სწორედ ესპანეთში გაატარეთ. როგორ იმოქმედა გადასახლებამ თქვენზე?

– ჩვენ ყოველთვის ვალდებული ვიქნებით ამ შესანიშნავი ქვეყნისა და ხალხის წინაზე, რომლებიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გვექცეოდნენ. იმის მიუხედავად, იყვნენ მონარქისტები თუ – არა. მე კვლავ მყავს იქ ოჯახი და ახლო მეგობრები და ამ ქვეყანასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ჩვენი მწუხარების მიუხედავად, რომ შესაძლებლობა არ გვქონდა სამშობლოში გვეცხოვრა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გაგვიმართლა.

– 1995 წელს მამათქვენი, გიორგი ბაგრატიონი სამშობლოში დაბრუნდა. რა მოგონებები გაკავშირებთ მასთან?

– მამაჩემმა ქართულ მიწაზე პირველად ფეხი 90-იანი წლების დასაწყისში დადგა, მას შემდეგ, რაც კომუნისტური რეჟიმი დაემხო. ის საქართველოში ჩემი ბებია-ბაბუის დასაფლავებაზე ჩავიდა, რომლებიც ესპანეთში დაიღუპნენ. ახლა სამივენი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამეფო პანთეონში განისვენებენ.

მამაჩემის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, მისი სული ჩემთან ისევ ძალიან ახლოსაა. მას ძალიან უყვარდა საქართველო. ის ნამდვილი პატრიოტი იყო, რომელიც 31 წლის განმავლობაში მართავდა ჩვენს სახლს და არასდროს მოქცეულა სხვა პოლიტიკური პარტიების ზეგავლენის ქვეშ, მათ შორის კრიზისისა და სამოქალაქო ომის პერიოდში, რომელიც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაიწყო.

– თქვენ დღეს საქართველოს ტახტის კანონიერი მემკვიდრე ხართ, რა საქმიანობას ახორციელებთ ახლა ამ ამპლუაში?

– საქართველო ახლა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, რაც ჩემს საქმიანობას ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად ზღუდავს. თუმცა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩართული ვარ საქველმოქმედო საქმიანობასა და სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტში. ვცდილობ უცხოელი ინვესტორები მოვიზიდო, რათა საქართველო, თავისი უძველესი ისტორიით, კულტურით, წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი გახდეს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის განყოფილება დატოვა – Metronome.Ge

 

– მამათქვენის მსგავსად, თქვენც ავტორბოლით ხართ გატაცებული. არის ეს ის საქმე, რომელიც ძალიან გინდათ რომ აკეთოთ? რატომ?

– დიახ, ნამდვილად ვარ! არა მხოლოდ ავტორბოლით, არამედ ზოგადად მოტოსპორტით. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მოტოციკლეტებსა და რბოლას დიდ დროს ვუთმობდი. მოტორსპორტის საშუალებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, გაბედულება, კონცენტრირება, დისციპლინა, სიმშვიდის შენარჩუნება ექსტრემალურ სიტუაციებში, სწორი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე წამში. ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სპორტის საფუძვლებს დაეუფლო.

ბოლო წლებში 30 სამანქანო რბოლაში მივიღე მონაწილება. აგვისტოში, მონაწილეობა მივიღე enduro რბოლაში. ამ სამდღიანი შეჯიბრის დროს უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინე. ვფიქრობ, რომ სპორტის ამ სახეობას უფრო მეტმა ინსტიტუტმა და ბიზნესმა უნდა შეუწყოს ხელი. ეს საქართველოს საზღვარგარეთ პოზიტიური წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს. ზოგადად ვფიქრობ, ქვეყნისთვის რეკლამის გასაკეთებლად სპორტი შესანიშნავი იარაღია.

– 2018 წელს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების ცერემონიაზე მიგიწვიათ, როგორი ურთიერთობა გაქვთ საქართველოს მთავრობასთან?

– ეს მნიშვნელოვანი ცერემონია იყო. ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის სასახლეში, თელავში (აღმოსავლეთ საქართველო), რომელიც საერთაშორისო ასპრაზზე ღვინით არის განთქმული. ბოლო წლების განმავლობაში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რამდენჯერმე ისაუბრა მონარქიის დაბრუნებაზე. მას ესმის, თუ რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის სახელმწიფო მეთაურის ლეგიტიმური მეფით შეცვლას.

ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რამდენჯერმე ისაუბრა კონსტიტუციური მონარქიის დაბრუნების საკითხზე. მონარქიის დაბრუნების საკითხს ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამაც დაუჭირა მხარი, თუმცა ეს ეს საკითხი მაინც ქართველებს ორად ჰყოფს.

 

თანამედროვე ქართველი ბაგრატიონები (ფოტო)

– ფიქრობთ, რომ მონარქია გამოსავალია, რომელიც ბოლოს მოუღებს კრიზისს და ხელს შეუწყობს ერთიანობას? რომელი პოლიტიკური პარტიები უჭერენ მხარს მონარქიის დაბრუნებას?

– მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ილია მეორეს.  ის მონარქიის აღდგენის სურვილს მრავალი წლის განმავლობაში  გამოხატავს და მე მადლობელი ვარ მისი ამ სიმამაცის. ისევე როგორც იმ რჩევებისთვის, რომლებიც მან წლების განმავლობაში მომცა. ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოხატა მხარდაჭერა ან ფსევდო-მხარდაჭერა მონარქიის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ვშიშობ, ამ პარტიების ნაწილი მონარქიის აღდგენის იდეას იარაღად იყენებს, რათა თავიანთი მოწინააღმდეგეები შეასუსტოს, რომლებიც ჩვენზე თავდასხმას არ მოერიდებიან.

– რომ იცოდეთ ხვალ საქართველოს მეფე იქნებოდი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებდი პირველ რიგში?

– პირველ რიგში დავნიშნავდი ბაგრატიონების წევრებს საქართველოში, რომლებიც ტახტს გადაიბარებდნენ, მართლმადიდებლებს, რომლებმაც იციან დინასტიური მემკვიდრეობის წესები, არიან დამოუკიდებლები და ძალა შესწევთ, რომ ეს რთული სამუშაო შეასრულონ.

 

თარგმნა ნინი ტაველიძემ

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

October 16, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved