მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი 43 წლის გახდა. დაბადების დღე არ აღუნიშნავს, ვფრთხილობო, ამბობს. საყვარელი გმირის თამაში გააგრძელა და უხარია. სხვა პერსონაჟებთან ერთად, დათო გოცირიძეს, მაყურებელი მარტიდან იხილავს.
ლევან ყოჩიაშვილი: – მაქვს შეგრძნება, რომ ცხოვრების ნახევარი უკვე გავიარე. მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება დავაგროვე. თუმცა, მაინც, მთლად სასიამოვნო არ არის იმის გააზრება, რომ ნახევარი უკვე გავლილია.
მსახიობისთვის კარგი ასაკი იწყება. ახლა უკვე ყველაფრის თამაში შეიძლება. მრავალფეროვანი როლებისთვის საინტერესო ასაკში შევედი.
რომ ვთქვა, სასურველი როლი არ მაქვს. ყველა როლში შეიძლება სათქმელის მოძებნა.
რაღაცებზე გული მწყდება. შეიძლებოდა რაღაცების მოსწრება და გაკეთება. მაგრამ რას იზამ. პოსტ ფაქტუმ ვერაფერს შეცვლი.
სერიალისთვის ქუდი ჩემი დაბადების წინა დღეს გადავიღეთ. ახალი ქუდი ექნება ჩცდ-ს. მოკლედ, მეჩდვიდმეტე სეზონს ვიწყებთ, კვირაში ორი დღე გავა და ეთერს ივლისის ბოლომდე დაიკავებს.







