მსახიობი და ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მშობლები 1-ელ მარტს გახდნენ. წყვილმა პირველ შვილს ალექსანდრე დაარქვა.
ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე 8-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა და ამაზე პირველ კომენტარს „იმედის დილაში“ აკეთებს.
„ისე ვტიროდი, საერთოდ, არაფერი მესმოდა. რა თქმა უნდა, ეს ბედნიერების ცრემლები იყო. უცებ მივხვდი, რომ შეიცვალა ყველაფერი. ერთი წამი იყო, რამაც მთლიანად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება…
ყველა ამბობს, რომ მე მგავს, თუმცა ხელის თითები მამის აქვს, რაც მე ძალიან მიხარია. ხვალ მე და სანი უკვე ერთად გადავალთ სახლში. აქ კარგად ვართ. თვითონ ძალიან კარგად იქცევა. თითქმის ორმაგ საკვებს იღებს. ამაში მე მგონი მართლაც მე დამემსგავსა. ლოყებიც მოუპუტკუნდა. ახლაც სძინავს ჩემს უკან…
აჩიკო ბუნებით ძალიან მზრუნველია. ახლა ეს ყველაფერი გაუასმაგდა. ფაქტობრივად, ჩვენთან ერთად არის სამშობიაროში. დილით მოდის, საღამოს მიდის. მშობიარობას დაესწრო, ეს პირველივე დღესვე გადაწყვეტილი ჰქონდა”- ამბობს ნუცა ქავთარაძე.
ცნობისთვის, მსახიობი და ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მშობლები 1-ელ მარტს გახდნენ. წყვილმა პირველ შვილს ალექსანდრე დაარქვა.













