ემილი რატაკოვსკი პირველი შვილის დედა გახდა. მოდელმა „ინსტაგრამზე” ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტო გაგვიზიარა და სილვესტერ აპოლო ბეარი თავის გამომწერებს გააცნო: „სლაი მსოფლიოს 8 მარტს მოევლინა.
ეს ყველაზე დაუჯერებელი, ლამაზი და სიყვარულით სავსე დილა იყო ჩემს ცხოვრებაში”, – ვკითხულობთ, ემილის განცხადებაში.
პატარა სილვესტერი ქვეყანას მშობლების ქორწინების 2 წლის იუბილის შემდეგ მოევლინა. ემრატა და სებასტიან ბეარ-მაქქლარდი 2018 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. წყვილმა ნიუ-იორკის სასამართლო დარბაზში მოაწერა ხელი.






