Sunday, May 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ძვირადღირებული მანქანა, ორი ბინა ვაკეში, კომერციული ფართი ვერაზე და 100 000 ლარი – რა ქონება დაუტოვა შვილს ნიკოლოზ ბასილაშვილმა

PRIMEAMBEBI.GE by PRIMEAMBEBI.GE
March 15, 2021
in კვირის TOP 5, სიახლეები, სკანდალი
0
ძვირადღირებული მანქანა, ორი ბინა ვაკეში, კომერციული ფართი ვერაზე და 100 000 ლარი – რა ქონება დაუტოვა შვილს ნიკოლოზ ბასილაშვილმა
1.1k
SHARES
6.3k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველმა ირმა ჭკადუამ „იმედის დღეში“ ხმაურიანი საქმის დეტალებზე და ჩოგბურთელის ოჯახურ დავაზე ისაუბრა.

გადაცემაში სტუმრობისას მან დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც დეტალურად ისაუბრა იმ ქონებაზე, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეს გადაუფორმა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

„მინდა გამოვეხმაურო იმ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს, რომელსაც არასამთავრობოები ავრცელებენ. თურმე ბინას ართმევს ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ შვილს, არ უხდის ალიმენტს. პირადი სივრცე გახადეს საზოგადოების განსჯის საგანი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მამა-შვილის ურთიერთობა გააცივონ. რატომ უნდა ჰქონდეს ბავშვს განცდა, რომ მამა ოდესღაც ასე ექცეოდა? მე როგორც მისი უფლებადამცველი, იძულებული გავხდი ვისაუბრო.

ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა, საჯაროდ დაწერეს, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს ართმევს ბინას. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2018 წლიდან არ ცხოვრობენ ერთად. ნელი დოროყაშვილმა  განქორწინებამდე დაიწყო ქონებრივი სასამართლო დავა. ვინაიდან ნიკოლოზმა თქვა, მას არ სურს შვილთან ქონებრივ დავაში შესვლა, ამიტომ შედგა მორიგების აქტი. ყველა ქონება გადავიდა ნელი დოროყაშვილის სახელზე, დაახლოებით 3 მლნ ლარზეა საუბარი.

მან მეუღლეს დატოვა სახლი ჭავჭავაძე, ეს იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის ხელით აშენებული, თავისი დამხმარე ნაგებობებით, ავეჯით, პარკინგით, სწორედ ეს სახლი გადაუფორმა ქალბატონ ნელი დოროყაშვილს, რასაც ადასტურებს ამონაწერი.

ასევე ცოლს მისცა ძვირადღირებული ავტომობილი, გოგებაშვილზე გადაუფორმა კომერციული ფართი, რომლის ღირებულებაც 300  ათას ლარზე მეტია და გაქირავებულია ათწლიანი იჯარით, საიდანაც ყოველთვიურად რამდენიმე ათასლარიანი შემოსავალი აქვს.

გარდა ამისა, ამ მორიგების აქტში ეწერა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილს უნდა გადაეხადა 100 000 დოლარი, 15 ათასი გადაიხადა ივნისში, დანარჩენი 85 ათასი დეკემბერში. რაც შეეხება ალიმენტს, ვინაიდან ეს მოლაპარაკება იყო, რომ მას ჰქონდა შემოსავალი და ერთჯერადი კომპენსაცია გადაუხადა, ალიმენტს არ ითხოვდა ნელი დოროყაშვილი. ამის მიუხედავად ნიკოლოზ ბასილაშვილს გასული წლის თებერვლიდან, დეკემბრის ჩათვლით ჩარიცხული აქვს 7500 ლარი.

ეს ჭავჭავაძის და გოგებაშვილის ბინა უკვე მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაა“ – განაცხადა ადვოკატმა.

ირმა ჭკადუამ ასევე, ისაუბრა კიდევ ერთ ძვირადღირებულ ქონებაზე, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეს დამატებით გადასცა საჩუქრად.

„ჩვენ ვიცით, რომ ნიკოლოზი ძირითადად არის საზღვარგარეთ და მას უქმნიდნენ ბავშვთან კომუნიკაციის პრობლემას. ამიტომ მან თქვა, დამატებით ერთ ბინას გაჩუქებთ, ოღონდ ნუ შემიქმნით ბავშვთან პრობლემასო.

შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება, მაგრამ ქალბატონმა ნელიმ დაარღვია პირობა და უჩივლა დედამთილს. ამიტომ ბატონმა ნიკოლოზმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს ბინა არის დაკეტილი ქობულეთის ქუჩაზე, თქვა, რომ 18 წლის ასაკში შვილს აჩუქებს. ასევე თქვა, რომ თანახმაა ბინა გაქირავდეს და ლუკასის ანგარიშზე შეიტანონ ბინის ქირა. ალიმენტზე სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებაში არ არსებობს“ – აცხადებს ირმა ჭკადუა.

რაც შეეხება იმ ბრალდებას, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, ადვოკატმა განმარტა, რომ ეს ინფორმაცია არასწორია.

„6 შემაკავებელი ორდერი არ გახლავთ ნიკოლოზის მიმართ გამოწერილი. ერთი ნელიზე და ერთი ბავშვზე, გამოწერილია ნიკოლოზის მიმართ, ხოლო ორ-ორი შემაკავებელი ორდერი ნიკოლოზის მშობლებზეა გამოწერილი. კაციჭამიების ოჯახი გამოიყვანეს ეს ოჯახი. ნიკოლოზისთვის ლუკასი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ოჯახში“ განაცხადა ადვოკატმა.

 

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

October 16, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved