Monday, April 27, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“გადარეული ველოდებით 2 რიცხვს… არც ერთი ხმას არ ვიღებთ” – გოგა ბარბაქაძე

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
March 15, 2021
in სიახლეები
0
“გადარეული ველოდებით 2 რიცხვს… არც ერთი ხმას არ ვიღებთ” – გოგა ბარბაქაძე
282
SHARES
1.6k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

თეატრებმა ოფიციალურად დღეს განაახლეს მუშაობა. სცენები რეპეტიციებით გაცოცხლდა. აპრილის პირველ რიცხვებში პრემიერების მრავალფეროვანი აფიშა გვექნება.

მაყურებელი სპექტაკლზე პირბადით, სკამის გამოტოვებით, ჭადრაკულად მოთავსდება. მისი ვიზიტი თეატრში სამ საათს არ აღემატება. სპექტაკლი ერთმოქმედებიანი იქნება, უანტრაქტო.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

რუსთაველის თეატრი 142-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება. 2, 3 და 4 აპრილს თეატრში ნახავთ რობერტ სტურუას სპექტაკლს – “ერთხელ… მხოლოდ…” (ზმანება ერთ აქტად). დრამატურგიაც სტურუასია და მუსიკალური გაფორმებაც. სპექტაკლში დაკავებულნი არიან დასის მსახიობები, მათ შორის – მარინა კახიანი, გოგა ბარბაქაძე, მანანა აბრამიშვილი, ქეთი ხიტირი, დათო გოცირიძე, ეკა მოლოდინაშვილი, ნინო არსენიშვილი, ანა ამილახვარი…

სპექტაკლის დადგმა რეჟისორს გასული წლის მარტში ჰქონდა დაწყებული. მერე მოხდა ის, რაც მოხდა… და დღეს განახლებული რეპეტიციიდან “პრაიმამბებს” ინტერვიუს აძლევს მსახიობი გოგა ბარბაქაძე.

გოგა ბარბაქაძე: – გადარეული ველოდებით 2 რიცხვს. საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის, მსახიობებისთვის, მაყურებლის გარეშე ცხოვრება. გარდა უმუშევრობისა, მსახიობისთვის კატასტროფაა უსცენობა.

მოვახერხებთ და კარგ ფორმაში წარვდგებით მაყურებლის წინაშე. რა დატვირთვითაც ვიყავით, იმ დატვირთვით წარვდგებით. ასე რომ, მაყურებელი ჩვენგან ამ პაუზას ვერ იგრძნობს.

პირბადეებით ვრეპეტიციობთ. დისტანციასაც შეძლებისდაგვარად ვიცავთ.

2 აპრილს ექვს საათზე გვაქვს პრემიერა, თუ ცხრა საათიანი კომენდანტის საათი არ მოიხსნება, ამ დროით ვითამაშებთ. სპექტაკლი საათსა და 25 წუთს გაგრძელდება.

მთლად კომფორტულად არ ვართ. ნიღბით რეპეტიციის გავლა დისკომფორტია, აბა, რა არის?! თამაშის დროს მოვიხსნით, სამაგიეროდ, მაყურებელს ეკეთება.

ამ სპექტაკლში ტექსტი არ გვაქვს. არც ერთი პერსონაჟი ხმას არ ვიღებთ. მოქმედებაშია მთელი სპექტაკლი. საინტერესო დადგმაა, მასიური სცენებით, მაღალი დონის განათებითა და მხატვრობით.

მე მაქვს დირიჟორის და პროფესორის როლი, რომელმაც შექმნა ადამიანი-რობოტი.

10 აპრილს უნდა ვითამაშოთ “თამაშის დასასრული”. სამჯერ გვაქვს ნათამაშები და ფაქტობრივად, ისიც პრემიერად შეიძლება ჩაითვალოს.

 

მარჯანიშვილის თეატრს სამ აპრილს აქვს პრემიერა. დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელის”  თამაშობენ, ლევან წულაძისა და თემო კუპრავას დადგმით.

თამუნა ლალიაშვილი (თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი): ჯერჯერობით სპექტაკლები მხოლოდ შაბათ-კვირას გვექნება. დასაწყისი 4 საათზეა, სპექტაკლის ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთია. კომენდანტის საათიდან გამომდინარე ამ რეჟიმში ვიქნებით. როდესაც კომენდატის საათი მოიხსნება, მერე ჩვეულ რეჟიმში გადავალთ.

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები

VIDEO: რამდენია, იდეალური სექსის ხანგრძლივობა… – აი, რას ამბობენ ექიმები

August 21, 2021
მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან – სააკაშვილის მამის პირველი კომენტარი ლიზა იასკოსთან დაკავშირებით

January 4, 2022
ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

ვინ არის თბილისში მცხოვრები, გიორგი ფხაკაძის რჩეული ქალი და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას

October 19, 2021

არ გამოტოვოთ

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა
კვირის TOP 5

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

November 5, 2021
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
მთავარი ამბავი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

November 26, 2021
„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 
მთავარი ამბავი

„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

November 26, 2021
რატომ დომუსის დასრულებული ბინები ვაკეში?
სიახლეები

რატომ დომუსის დასრულებული ბინები ვაკეში?

May 28, 2024

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved