მომღერალი დემი ლოვატო მართალია ჯერ მხოლოდ 28 წლის არის, მაგრამ იმდენი დრამა აქვს გადახდენილი მთელ ცხოვრებას ეყოფა.
სექსუალური ძალადობა, ნარკოტიკები, წარუმატებლობა – სწორედ ამის შესახებ მოუთხრობს მომღერალი, დოკუმენტურ ფილმში თაყვანისმცემლებს.
დემი ლოვატომ პრემიერამდე განაცხადა, რომ ის ორჯერ იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
“პირველად ჩემზე სექსუალურად 15 წლის ასაკში მეგობარმა ბიჭმა იძალადა, მან ჩემი ნების გარეშე დაამყარა ჩემთან სექსი და ქალწულობა დავკარგე. შევეცადე ეს ტრაგედია წიგნების დახმარებით გადამეტანა, მაგრამ პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს იარა დღემდე მომყვება” – ამბობს მომღერალი.
დემი ლოვატო მეორედ 2018 წელს გააუპატიურეს. მისი თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჰეროინის ზედოზირების ქვეშ ვიყავი. მომღერალი ამბობს, რომ მისი უმწეო მდგომარეობაში ყოფნით, ნარკოდილერმა ისარგებლა და მასთან სექსი დაამყარა.
“მეორე დღეს სრულიად შიშველმა საავადმყოფოში გავიღვიძე. ექიმებმა მკითხეს, ზედოზირებამდე მქონდა თუ არა ნებაყოფლობით სექსი, რაზეც თანხმობა განვაცხადე და ახლა ამას ძალიან ვნანობ. ვინატრებდი, რომ ეს ყოფილიყო ბოლო ღამე, როცა ზედოზირების ქვეშ ვიყავი” – ამბობს მომღერალი.






