პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის თაობაზე ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებით ვიუწყებით რომ გარდაიცვალა პრინცი ფილიპი. დედოფალი ელიზაბეტი დამწუხრებულია მეუღლის გარდაცვალების გამო.
პრინცი ფილიპე დილით უინძორების სასახლეში გარდაიცვალა” – წერია განცხადებაში.
პრინცი ფილიპე ბოლო თვეების მანძილზე რამდენჯერმე მოათავსეს კლინიკაში. თავდაპირველად საავადმყოფოში ის ვირუსით მოათავსეს, თუმცა ეს არ იყო კორონავირუსი, რადგან პრინცი და დედოფალი ელიზაბედი, კორონავირუსის ვაქცინით ჯერ კიდევ იანვარში აიცრნენ.
16 დღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ 99 წლის პრინცდს გულის ოპერაცია გაუკეთდა.






