ეკა კვალიაშვილს პირბადემ ალერგიული შეტევა მისცა. როგორც მომღერალი “პრაიმამბებს” უყვება, მაღაზიაში ხველა აუტყდა და თვალები დაუსივდა.
ეკა კვალიაშვილი: – გუშინ კინაღამ დავიხრჩე. მაღაზიაში შევედი პირბადით. დიდი ხანი არ მკეთებია. უცებ ამიტყდა ისტერიკული, შეტევითი ხველა. მაღაზიიდან გამოვედი, არ ეგონოთ, რომ ავად ვარ-მეთქი. სახლში რომ მივდიოდი, ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდად გავხდი. მივხვდი, რომ სერიოზული ალერგია მქონდა. სახლში მისულს უკვე თავის კანის ქავილი დამეწყო და თვალები დამისივდა.
მეგობრებს დასიებული თვალების ფოტო რომ გადავუგზავნე, სასწრაფოდ ანტიალერგიული წამლები მომიტანეს.
საერთოდ ჭინჭრის ციება მაქვს ხოლმე და როგორც ჩანს, პირბადემ მომცა ალერგია.






