ნუკა კვალიაშვილი გათხოვდა. ეს სიახლე მომღერლის ფეისბუქგვერდიდან გავრცელდა, სადაც აიტვირთა ვიდეო, როგორ სთხოვს ხელს აეროპორტში თავისი რჩეული, გოჩა გელაშვილი.
“მე, ვინც ცხოვრებაში არავისთვის დამიჩოქებია, გიჩოქებ” – ეუბნება ნუკას საქმრო და ხელს თხოვს.
ეკა კავლიაშვილი სიძეს აქებს, თუმცა ქალიშვილის ნებართვის გარეშე, მასზე დაკონკრეტებით არაფერს ამბობს.

ეკა კვალიაშვილი: – მე ნუკას გარეშე ვერ ვისაუბრებ. როგორც სიდედრი, ვიტყვი, ძალიან კარგი და საყვარელი ბიჭია. მე უკვე ძალიან მიყვარს. რამდენიმე თვეა ვიცნობ და თბილი და კარგი ბიჭია.
– მუსიკასთან ხომ არ აქვს კავშირი?
– არა, მუსიკასთან არა, უფრო სპორტთან… მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენი ნუკას ჰკითხეთ.

ნუკამ საჯაროდ ქმარზე საუბარი არ ისურვა.
ნუკა კვალიაშვილი: – ჯერჯერობით, ამ თემაზე არ ვსაუბრობ. ასე მაქვს გადაწყვეტილი. მერე ვნახოთ…
ეს ნუკას მეორე ქორწინებაა. ნიკუშა კობახიძესთან მას ორი ვაჟი ჰყავს – ლუკა და ალექსანდრე.






