მსახიობ გიორგი ყიფშიძისა და მოდელ კრისტი ყიფშიძის ქალიშვილი, ნატალია, უკვე 20 წლისაა. გოგონას სხვადასხვა ინტერესი აქვს, სწავლობს, თუმცა გარდა ამისა, სამოდელო საქმიანობითაც არის დაინტერესებული. მცირე ხნის წინ ის „ბომონდის“ გარეკანისთვისაც გადაიღეს…
ნატალია გარეგნულად დედასაც ჰგავს და მამასაც. ძალიან უყვარს თავის მოვლა და განსხვავებულად ჩაცმა.
როგორც მისი „ინსტაგრამის“ პოსტებიდან ირკვევა, ნატალია ამჟამად შეყვარებულია. მისი რჩეული რეჟისორი გახლავთ, სანდრო ალანია, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოები ახლახან გამოაქვეყნა და დაწერა:
„როდესაც გულთან მიმიხუტებ, ეს არის სამყარო, სადაც ვარდები ყვავიან…“

ნატალიამ საკუთარ ახალ სიყვარულზე ჟურნალ “თბილისელებთან” დაწვრილებით ისაუბრა.
– მე და სანდრო რამდენიმე თვეა, ერთად ვართ. ერთმანეთი მეგობარმა გაგვაცნო.
ერთი თვის შემდეგ, მეგობრების გარემოცვაში მეორედ შევხვდით და ფლეისტეიშენის თამაშისას მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა.
ტელეფონით ჩვენი პირველი საუბარი დილამდე გაგრძელდა.
თავიდან არ ვუტყდებოდით ერთმანეთს გრძნობებში, ვითომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ აღარ გვქონდა დამალვის თავი და ვაღიარეთ, რომ ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა.

როგორც ენიმ შეცვალა მამაჩემი, მეც რადიკალურად შემცვალა სანდრომ. მისი დამსახურებით დღეს უფრო პროდუქტიული ვარ და საქმეზე მეტად კონცენტრირებული, მეტს ვფიქრობ მომავალზე.
ერთმანეთს წინსვლისკენ ვუბიძგებთ. თუ რამე არ გამომდის, მაშინვე ცდილობს დამეხმაროს. მაგალითად ერთხელ ვუთხარი ველოსიპედს ვერ ვატარებ-მეთქი.
მაშინვე მომწერა ჩემთან გამოდიო. გავედი და ეზოში ველოსიპედით დამხვდა. სამი საათი მატარა, სანამ არ ვისწავლე.
მივხვდი, რომ ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ. ყველანაირ გარემოში შეგვიძლია, თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. 24 საათს ერთად ვატარებთ.













