მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა თუ როგორ გადალახა ძაღლების შიში. თამრიკო ჰყვებოდა, რომ ძაღლების მიმართ მუდმივად იყო კეთილგანწყობილი, თუმცა ფიზიკურად შეხება და მათი მოფერება უჭირდა.
ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ მანქანის კატალიზატორი გაყიდა, რომელშიც 500 დოლარი აიღო და იმ ფულით შინაური ცხოველი შეიძინა. მომღერლის ამ ინტერვიუმ ცხოველთა უფლებების დამცველები და მოყვარულები გააღიზიანა.
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია ჩიქოვანი, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს, ჭოხონელიძეს ინტერვიუს გამოეხმაურა:
„ელენეს ისე უნდოდა ეს ძაღლი, დავიწყეთ ძებნა მის შესაძენად და 500 დოლარად ვიპოვეთ. ამ გაჭირვების დროს არ გვქონდა ეს თანხა და სასაცილო ისტორია შეგვემთხვა – ჩემი მანქანის კატალიზატორში შემომთავაზეს 1 500 ლარი. ჩვენი „ფაქიზო“ აღმოჩნდა ჩემი კატალიზატორი, რომლისგან მიღებულ თანხას კიდევ დავამატე და ასე შეგროვდა 500 დოლარი, რომელმაც ელენე უზომოდ გააბედნიერა და მე ფობია გადამალახვინა“…
ტვინში ერორი მაქვს… მართლა, რა დავწერო ეგეც არ ვიცი… გადადით ხალხო Keti Oragvelidze -ის ვოლზე, ორეოს ნაყინებს რომ ჰგვანან ისეთ ლეკვს აჩუქებს!
და კატალიზატორი? გამონაბოლქვს რომ ფილტრავს ის კატალიზატორი? ვერ, მაინც ვერ ვიჯერებ…
იმ 1500 ლარით ვიღაცამ სახლში წაიღო საკვები და ამ უგუნურმა ქალმა 500$ ძაღლი იყიდა + გამონაბოლქვი დაამატა ქალაქს!
აგერ ლეკვები, უფასოდ! მანქანა რომ გადაჭყლიტავს ხვალ (ზოგი კატალიზატორიანი და ზოგი უკატალიზატორო) – ეგ ლეკვები ყრიან ქუჩაში, რა 500$, რა ფობია, რაზე ლაპარაკობენ საერთოდ“, – წერს ნათია ჩიქოვანი.















