ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც. აცრის კომპინენტები არ გადის პლაცენტის ბარიერს და ვერ მიაღწევს ნაყოფამდე. თქვენს მიერ გამომუშავებული ანტისხეულები კი გადიან პლაცენტის ბარიერს და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიტეტით დაიბადება, – ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი აცხადებს.
„Pfizer-ზე ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ორსულების აცრა უსაფრთხოა ნებისმიერ ტრიმესტრში. აცრა დაგიცავთ კოვიდის რთული ფორმებისგან და სიკვდილისგან. ვაქცინაციით, უკვე მუცლაყოფნის ასაკიდან, იზრუნებთ თქვენს პატარაზე.
მეძუძურო დედებო, აიცერით სასწრაფოდ, გთხოვთ. უსაფრთხოა ვაქცინაცია თქვენთვისაც და პატარასთვისაც. აცრის კომპონენტები დედის რძეში ვერ ხვდებიან, აი ანტისხეულებით შვილის დაცვას კი უმრავლეს შემთხვევაში ძუძუთი კვებით მოახერხებეთ. არა მარტო კოვიდისგან, ძუძუთი კვება პატარას დაიცავს ბევრი საფრთხისგან და ის ფსიქოლოგიურადაც უფრო ჯანმრთელი გაიზრდება.
საქართველოს ეპიდსიტუაცია არ იძლევა იმის ფუფუნებას რომ თქვენ ქორწილებში და თავყრილობებზე იაროთ. გაუფრთხილდით თავს და თქვენს პატარებს, გთხოვთ. გაატარეთ ერთი ზაფხული მშვიდ, უსაფრთხო გარემოში. ასე უზრუნველყოფთ იმას, რომ თქვენმა შვილებმა დედასთან მრავალი ბედნიერი წელი გაატარონ. გთხოვთ, ნუ უგულვებელყოფთ საფრთხეს…“, – ვკითხულობთ ექიმის ფეისბუკ-პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:







