ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მუსიკოსი, ბასგიტარისტი მიშო ჯაფარიძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსები წერენ.
გიორგი სუხიტაშვილის პოსტში ვკითხულობთ:
“დამირეკა მანქანა უნდა ვიყიდოვო, სულ სპორტული მანქანები ჩამომითვალა, მე ძალიან შემეშინდა რადგან არ მომეწონა ეს ახირება, არასოდეს არ ჰყოლია სწრაფი მანქანა, სულ პრიუსები ჰყავდა. მამის გარდაცვალება ძნელად გადაიტანა და მეგონა გადაუვლიდა ეს აკვიატება. ხო და ჩემი მიშო ამ მანქანამ იმსხვერპლა. ვერ ვიჯერებ, ვერც ვიაზრებ.
წლების მანძილზე როდესაც ბენდის შეკრებას ვიწყებდი პირველი ჩემს მიშოსთან ვრეკავდი, მიშო თუ მყავდა მთებს გადავდგამდი! მიშო თუ იყო დედას ვუტირებდი ისეთ რამეებს გავაკეთებდი. ხვალ რომ დამჭირდეს ბენდი რას ვიზავ? არაფერს მიშო აღარ მყავს ჩემი უნიჭიერესი ბიჭი!”

ნიკოლოზ რაჭველიც ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ნიკოლოზ რაჭველი: – უმძიმეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიღებთ დღეიდან მუსიკოსები, ვინც ვმეგობრობდით და ვუკრავდით და ვისაც უკიდეგანოდ გვიყვარდა მიშა ჯაფარიძე….
მე ეს ერთხელ გამოვიარე, 2001 წელს ოძელა რომ დავკარგეთ… 20 წელი გავიდა და კიდევ უფრო დიდია გააზრება იმ ტრაგედიის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება… დავკარგეთ უძვირფასესი მეგობარი, თანამოაზრე, ახალი თაობის გამოკვეთილი მუსიკოსი, ძალიან ძალიან ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი, არანორმალურად მოწესრიგებული და პროფესიონალი, თან უსაყვარლესი მიშა… ჩვენი საერთო მიშა ჯაფარიძე…
ძალიან ცუდია, მეტი რომ არ შეიძლება… უკიდურესობა…
მომიტევეთ, რომ ჩემი უმძიმესი ემოციის გამჟღავნების უფლება მივეცი თავს.









