თანამედროვეობაში ჩვენი არჩევანის შესაძლებლობა მკვეთრად გაიზარდა და დღეს უკვე უამრავი ალტერნატივიდან შეგვიძლია ყველა მეტად სასურველი შესაძლებლობის არჩევა, რაც კაცობრიობისთვის საუკეთესო პერიოდად აქცევს დღევანდელ დღეს. წარსულში, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანებმა დაიწყეს ოცნების რეალობად ქცევა, შემცირდა უამრავი დაავადების გადადების ფაქტი და გაიზარდა ადამიანთა ჯანმრთელობის კოეფიციენტი. ოცდამეერთე საუკუნე ადამიანისთვის საუკეთესო საცხოვრებელ პერიოდად იქცა, რაც განაპირობა ტექნოლოგიის განვითარებამ. დღეს უკვე ნებისმიერ ადამიანს აქვს წვდომა განუსაზღვრელი რაოდენობის ინფორმაციასთან, უკვე ყველას შეუძლია ისწავლოს ის, რისიც სჯერა, რომ გამოუვა. დღევანდელობაში ერთადერთ შემაფერხებელ ფაქტორად ჩვენი აღქმა იქცა ჩვენივე თავისთვის, რომლის დაძლევის შემთხვევაში უამრავი შესაძლებლობის ფანჯრის გახსნა იქნება შესაძლებელი.
თანამედროვე მეცნიერები დაუღალავად შრომობენ ახალი აღმოჩენებისთვის, რომელიც კაცობრიობად კიდევ უფრო წინ წასწევს და კიდევ უფრო მივუახლოვდებით ამ ეტაპისთვის შეუცნობლის აღმოჩენას. თანამედროვე კომპიუტერები ამ თამაშში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომაც არ შეიძლება ამ ნაწილის უგულებელყოფა. ბორბლის გამოგონებიდან მფრინავი ტაქსის გამოგონებამდე უამრავი რამ შეიცვალა, უამრავი რამ გამოიარა კაცობრიობამ კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე, უამრავმა იდეალისტმა ადამიანმა შესწირა თავი იდეას, უამრავი მეცნიერი დაუღალავად შრომობდა ინოვაციისთვის და უამრავი ჭკვიანი ადამიანის ცრემლი დაიღვარა წარუმატებლობისას, რომელიც რეალურად წარმატების ერთადერთი გასაღები გახდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდებული გამოგონება ნამდვილად არის ინტერნეტი, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს და შესაძლებლობების ზღვას ქმნის. სმარტფონები, სმარტსაათები, ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები, დედაპლატა, კვების ბლოკები, სისტემური ნაწილები თუ კომპიუტერული პროგრამები დღეს ყველაფერი ერთ მთლიან სისტემას ქმნის, რომლის ცენტრში ადამიანი დგას. ინტერნეტის მსოფლიოში გავრცელებამ გამოიწვია უამრავი ჭკვიანი ადამიანისთვის ისეთი შესაძლებლობის გაჩენა, რომელიც კაცობრიობის გიჟურ პროგრესს კიდევ უფრო სწრაფს ხდის.
დღეს ტექნოლოგია აღარ არის მხოლოდ ხელშესახები, ყოველდღიური ტექნიკა. ყველაფრის გაციფრულების ხანა დგება, ამიტომ მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანი მინიმალურ დონეზე მაინც ერკვეოდეს და იცოდეს კომპიუტერი როგორ გამოიყენოს. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად შევიძინოთ, ხელშესახები ფული ელექტრონულ ვალუტად იქცა, გაჩნდა შესაძლებლობა მარტივად განვახორციელოთ ტრანზაქცია. ამასთან ერთად, კი გაჩნდა კრიპტოვალუტებიც, რომელიც დღითიდღე უფრო მეტ პოპულარობას იძენს და არც ის დღეა შორი, როდესაც მასობრივი მოხმარების მოვლენად იქცევა.
კრიპტოვალუტით ნამდვილად უამრავი ადამიანია დაინტერესებული, არ აქვს მნიშვნელობა, IT სფეროში დასაქმებული, ფსიქოთერაპევტი, სამორინეს ხშირი სტუმარი, მწვრთნელი, პარლამენტარი, რინგზე მებრძოლი, სოციალისტი ფილოსოფოსი, ოლიგარქი თუ მარსის კოლონიზაციის იდეით შეპყრობილი მულტიმილიონერი, ყველა ტიპის ინდივიდისთვის საინტერესოა ეს მოვლენა, რომელიც კრიპტო ბირჟაზე მანიპულაციით დაწყებული, სხვადასხვა „კოინის“ იმ იმედად შეძენით დამთავრებული, რომ მათი ფასი ოდესმე გაიზრდება და „მაინინგით“ გაგრძელებული, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ კომპიუტერი თუ კვების ბლოკები რამდენად დიდხანს მუშაობს, ყველა ჩართულია მეტწილად ამ სფეროში. კაცობრიობა კიდევ ერთი დიადი მოვლენის წინაშე დგას, რომელიც ციფრულ სივრცეში ვითარდება და რომელიც ჩაფიქრებულია, რომ კაცობრიობის ბედს გადაწყვეტს. შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, თუმცა დღეს უკვე ნებისმიერს შეუძლია გახდეს ის, ვინც რეალურად უნდა.
(R)








