მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე.
ამჯერად სალომე ღვინიაშვილის ერთ-ერთი პროექტის შესახებ საუბრობს, რომლშიც თავად იღებს მონაწილეობას.
საუბარია „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“. როგორც მოდელი ამბობს, ოჯახს არ უნდოდა, რომ მას პროექტში მონაწილეობა მიეღო, თუმცა მან გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

„ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენ წინაშე, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვეცდები, მაქსიმალური გავაკეთო. არ დავზოგავ ამისთვის თავს და ვნახოთ, რას შევძლებ“ – ამბობს ღვინიაშვილი.
პროექტის პირველი გადაცემა ტელეეკრანებზე უკვე გავიდა.












