მას შემდეგ, რაც ტელესახე ალექსანდრა პაიჭაძემ პირადი ცხოვრება გაასაჯაროვა, საზოგადოების მხრიდან ინტერესი არ ცხრება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ალექსანდრასა და მისი რჩეულის შვილის, კატო კოდუას მიმოწერა, მოდელი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.


ალექსანდრამ ამაზე პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინი ფანტაზიის ნაყოფია.
„მე კატოსთან კონფლიქტი არ მაქვს, ჩვენ კონფლიქტი გვქონდა მაშინ, როცა დათო დაიჭირეს, 13 აპრილს, მერე აღარ, სხვა იმპროვიზაციაა და ფანტაზიის ნაყოფია ის სქრინები. გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენ ერთმანეთს დაველაპარაკეთ, ბოდიში მოვიხადეთ, მოკლედ, ეს დეტალები აღარ არის საინტერესო. არც ის იყო საინტერესო, რაც გავრცელდა. ჩემი აზრით, ბოროტმა ქალებმა ცუდად გამოიყენეს. ვერაფერი დამაკლეს, დამიჯერეთ. პირიქით, საკუთარი ტოტი მოიჭრეს“, – განაცხადა ალექსანდრა პაიჭაძემ.






