ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, „თბილისელებთან“ ამბობს, თუ რატომ გააუქმა facebook გვერდი.
„ფეისბუკი“ წლები არ მქონდა, მერე გავხსენი და მივხვდი, ეს სივრცე ჩემთვის ნეგატიური იყო, რომელსაც იმახსოვრებდა ტვინი და ბინძურდებოდა – ტელეფონი სულ ხელში გიჭირავს და ნებისმიერ დროს შეგიძლია, „ჩამოსქროლო“, ამ დროს კი უამრავი არასაჭირო ინფორმაცია გროვდება თავში. სწორედ, ამიტომ გავაუქმე. დიდად არ ვწყალობ სოციალურ ქსელებს, ერთადერთი, „ინსტაგრამზე“ ყოფნა მომწონს, რადგან იქ ნაკლები ნეგატივია.






