მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
“პრაიმამბები” კახა მიქიაშვილს დაუკავშირდა.
– კახა, როგორ ხართ?
– კარგად ვარ. ბოჭორიშვილის კლინიკაში ვმკურნალობ. მეგონა გუშინ გამწერდნენ კლინიკაში, რადგან მძიმე პაციენტად არ ვითვლებოდი, მაგრამ როცა გამოკვლევა ჩამიტარეს აღმოჩნდა, რომ ფილტვების ანთება მაქვს.
– ვისგან დაინფიცირდით?
– დავინფიცირდი ჩემი მეგობრისგან, რომელიც ქუჩაში შემხვდა, ხელი ჩამოვართვი და გადავკოცნეთ ერთმანეთი. როცა გავიგე, რომ მას დაუდასტურდა კორონავირუსი, თვითიზოლაციაში გადავედი. შემდეგ მეც გამომივლინდა სიმპტომები. გადამიყვანეს კლინიკაში. 8 დღე არ მქონდა სიმპტომები და ახალი პროტოკოლით, ასეთ პაციენტებს მერვე დღეს საკარანტინო სივრცეში უშვებენ, მაგრამ როცა კვლევა ჩამიტარეს ფილტვების ანთება აღმომაჩნდა და კლინიკაში დამტოვეს.