ჟურნალისტმა სოფო ჯაჯანაშვილმა ნიუ-იორკში პანდემიური ქორწილი გადაიხადა. ის ზურაბ ქათამაძეზე დაქორწინდა.

სოფო ჯაჯანაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრეს-სამსახურის უფროსი გახლდათ და მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც განაგრძო.

სოფო ჯაჯანაშვილს სალომე ზურაბიშვილთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. საფრანგეთში სწავლის დროს, ის ახლანდელი პრეზიდენტის სახლში ცხოვრობდა, ხოლო ოპოზიციონერი ზურაბიშვილის პრესსამსახურში მუშაობდა. სწორედ საფრანგეთში ცხოვრებისას დაუმეგობრდა ქეთევან გორჯესტანს, რომელიც პრეზიდენტის ქალიშვილია.

სოფო ჯაჯანაშვილის მეჯვარე სწორედ პრეზიდენტის ქალიშვილი იყო.
ქორწილი წყვილმა ვიწრო წრეში აღნიშნა, რომელსაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო მსახიობი ხათუნა იოსელიანიც.







