ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს მათზე მორგებულ სერვისებს წლებია სთავაზობს და უმარტივებს დასახული მიზნებისვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებას. სტატიაში მოგიყვებით ლიბერთი ბანკის სესხის ტიპების შესახებ, გეტყვით რა მიზნობრიობით შეძლებთ მათ გამოყენებას. ამასთან, გეტყვით როგორ განახორციელოთ საერთაშორისო გზავნილები.
რა არის სესხი?
პირველ რიგში, მარტივად განვმარტავთ, რომ სესხი ეს არის ვალი, რომელსაც ვიღებთ ფინანსური ორგანიზაციისგან (ეს შეიძლება იყოს როგორც ბანკი, ისე მიკროსაფინანსო კომპანია ან სხვ.) გარკვეული პირობებით და მიზნით. სესხის ტიპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მიზნობრიობას, რაღა სწორად მოხდეს პირობების განსაზღვრა. მისი მიღებისთანავე კი მომხმარებელი და ბანკი დებენ შეთანხმებას, ხელშეკრულების სახით, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გადახდის გრაფიკი, გადასახადი თანხის თუ დანამატი პროცენტის რაოდენობა და ა.შ.
ლიბერთი ბანკის სესხები:
- ავტო სესხი
- სამომხმარებლო სესხი
- აგრო სესხი
- ბიზნეს სესხები
- სესხი რემონტისთვის
- საკრედიტო ხაზი
- იპოთეკური სესხი და სხვ.
აქვე დეტალურად განვიხილავთ ორ სერვისს – სესხი რემონტისთვის და საკრედიტო ხაზი:
სესხი რემონტისთვის გულისხმობს ბანკის მხრიდან თანხის გაცემას მომხმარებელზე სახლის კეთილმოწყობის მიზნით. აღნიშნული ტიპის სესხს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი და დაფარვის ვადა აქვს, რაც მსესხებელს ბიუჯეტის დაგეგმვას უმარტივებს. თანხის მისაღებად საჭიროა, გქონდეთ კარგი საკრედიტო ქულა და წარადგინოთ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სესხი რემონტისთვის – პირობები:
- ვადა – მინიმალური 6 თვე, მაქსიმალური 240 თვე
- სესხის თანხა 3000 ლარიდან
- თანამონაწილეობა 0%-დან
- ვალუტა – ლარი, დოლარი, ევრო
სარემონტო ხარჯების ასანაზღაურელად ლიბერთი ბანკში შეძლებთ ისარგებლოთ სხვა სერვისითაც, ესაა – საკრედიტო ხაზი.
რა არის საკრედიტო ხაზი?
საკრედიტო ხაზი მბრუნავი საკრედიტო ანგარიშია, საიდანაც მიიღებთ თქვენთვის საჭირო თანხას ხარჯების დასაფარად, სახლის რემონტის ჩათვლით. საკრედიტო ხაზი სარემონტო სესხისგან, ძირითადად, იმით განსხვავდება, რომ მას არ აქვს დადგენილი დაფარვის ვადა და აქვს ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.
ვესტერნ იუნიონი
ლიბერთი ბანკის სერვისები, რა თქმა უნდა, არ მოიცავს მხოლოდ სესხებს. ის მომხმარებლებს ბევრ საინტერესო და გამოსადეგ სერვისს სთავაზობს, რაც ფინანსების მართვას აადვილებს.
მათ შორის, აღსანიშნია ფაქტი, რომ ლიბერთი ბანკი და ვესტერნ იუნიონი საშუალებას გვაძლევენ გადავრიცხოთ (ან მივიღოთ) თანხა მომენტალურად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ვესტერნ იუნიონი 200-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა, მივმართოთ ლიბერთი ბანკის შესაბამის ფილიალს.
სად შეგვიძლია გადარიცხვა ვესტერნ იუნიონით?
- აშშ
- კანადა
- დსთ ქვეყნები
- თურქეთი
- საბერძნეთი და სხვ.
სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ვესტერნ იუნიონის ვებ-გვერდზე.
*თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ევროსა და დოლარში, თანხის მიღება კი დოლარსა და ლარში.
ლიბერთი ბანკის სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.libertybank.ge ან მიმართეთ ფილიალს.