მართალია ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი სამი წელია დაშორებულები არიან და უფრო მეტიც, ჯასტინ ბიბერი დაქორწინდა კიდეც, თუმცა ფანებს იმედი აქვთ, რომ წყვილი ოდესღაც ისევ ერთად იქნება.
ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, მას ყელზე ვარდი აქვს ამოსვირინგებული, თუმცა ერთგულ თაყვანისმცემლებს შეუმჩნეველი არ დარჩათ ერთი დეტალი: მას ვარდთან ერთად S-იც აქვს სვირინგზე.

ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა კომენტარში დაუწერა, რომ მან ყელზე სელენა გომესის სახელის პირველი ასო სიყვარულის ნიშნად დაიწერა.
“ამ სიყვარულს დასასრული არ აქვს” – წერენ კომენტარებში.
გამოჩნდნენ ისეთი გამომწერებიც, რომელთა თქმით, ჯასტინ ბიბერის ახალი ტატუ სექტემბერს უკავშირდება, რადგან მან და ჰეილი ბოლდუინმა სწორედ სექტემბერში იქორწინეს.
ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთმანეთს ოფიციალურად 2018 წელს დაშორდნენ. სელენამ ჩათვალა, რომ მათი ურთიერთობა იდეალური არასოდეს იქნებოდა.

მაშინ პრესა წერდა, რომ ჯასტინ ბიბერი 22 წლის ბასკინ ჩემპიონს ხვდებოდა, მართალია ინსაიდერები ამბობდნენ, რომ ურთიერთობა სერიოზული არ იყო, მაგრამ სელენა გომესს მათი არ სჯეროდა.
ინსაიდერების ვერსიაც გამართლდა. ჯასტინ ბიბერმა მოგვიანებით ჰეილი ბოლდუინზე იქორწინა და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა.

სელენა გომესი კი ფსიქიატრიულში მოხვდა. მას ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა და მარტოობას ითხოვდა. როდესაც ეს ამბავი ჯასტინ ბიბერმა გაიგო, ატირდა და პაპარაცების კადრებშიც მოხვდა.







