პარასკევი, აპრილი 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“მე რასაც ვითხოვ მაგ ჰონორარს საქართველოში ქორწილში და დაბადების დღეზე ვერ იხდიან” – ნინო ჩხეიძის ახალი იმიჯი და პასუხი ყველა აქტუალურ კითხვაზე

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
ოქტომბერი 13, 2020
- კვირის TOP 5, მთავარი ამბავი, სიახლეები
0
“მე რასაც ვითხოვ მაგ ჰონორარს საქართველოში ქორწილში და დაბადების დღეზე ვერ იხდიან” – ნინო ჩხეიძის ახალი იმიჯი და პასუხი ყველა აქტუალურ კითხვაზე
2.4k
გაზიარება
13.1k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ პანდემიის პერიოდში დიდი ფინანსური ზარალი განიცადა, თუმცა ცდილობს ფორმა არ დაკარგოს და უკვე ახალ ალბომზეც კი დაიწყო მუშაობა. მის თაყვანისმცემლებს შეუმჩნეველი არ დარჩათ ერთი ფაქტიც, მან იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და დაგეგმილი აქვს, საქართველოში მცხოვრები მსმენელის წინაშე ახალი რეპერტუარით და იმიჯით წარსდგეს. უფრო დეტალურად საკუთარ გეგმებზე, ნინო „პრაიმამბებს“ ესაუბრა.

– პანდემიის დროს როცა ჩავიკეტეთ, კარგად გამოვიყენე ის პერიოდი,  ვაქტიურობდი. შემდეგ როცა შეზღუდვები მოიხსნა, ვერ მივხვდი რა იყო დაშვებული და რა არა, ამიტომ ორთვიანი პაუზა გამომივიდა შემოქმედებითად.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

დავიბენი და არაფერი აღარ გამიკეთებია. როცა მივხვდი, რომ ყველა მუშაობს და ყველა უნდა მივეჩვიოთ კორონასთან ერთად ცხოვრებას, დავიწყე ახალ ალბომზე მუშაობა. ვწერ რუსა მორჩილაძის სიმღერას, როელიც ჩემი რეპერტუარისგან განსხვავებული იქნება, რუსა ყველა დეტალში ჩართულია. სტუდიაში ყოველ საღამოს ვიკრიბებით. ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა და ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ჯერ ეტაპობრივად გამოვუშვებ ახალ სიმღერებს და ბოლოს გამოვა ალბომი.

იმიჯიც შევიცვალე, თმა გავიღიავე, კიკალასთან გადავიღე ახალი ფოტოები. გადავწყვიტე აღარ ვიყო გრძელი, შავთმიანი ნინო ჩხეიძე. ორად გაიყო ამის გამო საზოგადოების აზრი, ზოგს ძველი ნინო ჩხეიძე, მოსწონს ზოგს ახალი. ექსპერიმენტებს ვატარებ.

ასევე ოქტომბრიდან განვაახლებ ჩემს გადაცემას „სტუმრად ნინოსთან“, რომელიც ორი წელია მაქვს. ჩემს გადაცემაში სტუმრად მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები და თავიანთ ცხოვრებაზე საუბრობდნენ.

ბოლო დროს ბევრი მსგავსი გადაცემა გაჩნდა, ამიტომ ფორმატი შევცვალე.

– ნინო მასშტაბური კონცერტები და წვეულებები კი არის აკრძალული, მაგრამ ჩუმად მაინც ახერხებს ხალხი ამ წესების დარღვევას, ამ პერიოდის მანძილზე, ტქვენ თუ მოგიწიათ ასეთ ღონისძიებაზე სიმღერა?

– არ მქონია ასეთი შემთხვევა. მე როგორც ვიცი 100 კაცამდე დაშვებულია და ინტერნეტში აფიშებიც იდება. რაც შეეხება ქორწილებს და დაბადების დღეებს ამ კუთხით საქართველოში არ ვმუშაობ.

– რატომ, სათანადო ანაზღაურება არ არის?

– თავიდანვე ისე იყო აწყობილი, საზღვარგარეთ უფრო ხშირად დავდიოდი ქორწილებში და დაბადების დღეებზე. მე რასაც ვითხოვ მაგ ჰონორარს საქართველოში ქორწილში და დაბადების დღეზე ვერ იხდიან. ჩემი მარკეტინგი მაქვს და ძირითადად უცხოეთზეა მორგებული.

თუ მოხერხდება ამ კუთხით აქ მუშაობა მოხარული ვიქნები. სამწუხაროდ აქ არ არიან ისეთი გადამხდელუნარიანები. ქორწილი და დაბადების დღე რთული სამუშაოა. საქველმოქმედო კონცერტებზე შემიძლია უფასოდ ვიმღერო, ასევე ჩვეულებრივ კონცერტზე დაბალ თანხად გამოვიდე ჩემი მსმენელისთვის, მაგრამ დაბადების დღე და ქორწილი, სხვა სპეციფიკაა და მანდ ჰონორარს არ ვაკლებ. თუ გინდა შენს დაბადების დღეზე ან ქორწილში, შენმა საყვარელმა არტისტმა იმღეროს, რა თანხასაც ითხოვს, ის ანაზრაურება უნდა მისცე.

ბელგიაში უნდა მემღერა ახლა ნათლობაზე, თანხის ნაწილი წინასწარ მქონდა აღებული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოვახერხე წასვლა. ავსტრიაშიც ვიყავით მიწვეული მე და რამდენიმე მომღერალი ქორწილში, მაგრამ იქაც ვერ წავედი. კარანტინის გამო, ბევრი კონცერტები გამიუქმდა.

– დაახლოებით რა თანხა დაკარგე კარანტინის გამო?

– არ მინდა კონკრეტული თანხის დასახელება, მაგრამ ძალიან ბევრი დავკარგე. ფინანსური ანაზღაურების გარდა იქ სხვა მომენტიც არის.

ახლა დავაფასე რა აქტუალური ვყოფილვარ. თვეში მინიმუმ ორი-სამი გასვლა მქონდა, სულ ფორმაში ვიყავი. მადლიერი ვარ ჩემი ხალხის, დიდ სიყვარულს გამოხატავენ, მიფასებენ ყველაფერს რასაც ვაკეთებ.

მე ორიენტირებული ვიყავი გასვლით კონცერტებზე, ამ კარანტინში კი მივხვდი საქართველოს ბაზარს სხვა ჟანრი სჭირდება და ახლა ვმუშაობ, აქაურ ბაზარზე უფრო მეტად გამოვჩნდე, როგორც ნინო ჩხეიძე.

ფინანსურად ფაქტიურად გაჩერებული ვარ. არანაირი კონცერტი არ მაქვს. ჩემი რადიოც თვითგადარჩენაზეა, არ მინდა წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ არათუ  დამაკლდა, ფაქტიურად საერთოდ გამიჩერდა შემოსავლები.

სოციალურმა ქსელებმა მომანიჭა მონეტარიზაცია და ამ მხრივ მაქვს ერთადერთი შემოსავალი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ამით ვცხოვრობ.

მსოფლიოს ყველა ონლაინ მარკეტში იყიდება ჩემი სიმღერები და მაქსიმალურად ვაშეარებ რომ გაიყიდოს. ვერ ვიტყვი რომ რეკორდული მაჩვენებლით იყიდება, მაგრამ იყიდება.

– თქვენი ქმარი არ გეხმარებათ ფინანსურად უკრაინიდან? საერთოდ აღარ ჩანს და რატომ?

– ქმარი ცოტ-ცოტას მეხმარება. სოციალურ ქსელში აქტიურია, კარგად არის. ადრე ვერც ვგრძნობდით სიშორეს, თვეში სამჯერ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. იმედი მაქვს მალე უკრაინაში მაინც ჩავალ და ავიტან მერე კარანტინს.

– რატომ არ ერთვება წინასაარჩევნო პროცესებში? არ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას?

– არანაირად არაა პოლიტიკაში გარეული, საერთოდ სხვა საქმეშია, ამიტომაც არ ერევა პოლიტიკაში. პოსტების წერაც და ტყუილად ლაპარაკიც მისი საქმე არაა.

მის დაბრუნებას რაც შეეხება, უნდა დაბრუნება, მაგრამ ალბათ ყველაფერს დრო სჭირდება. არც ვაძალებ, გინდა თუ არა ჩამოდი-მეთქი. თავად ყველაზე მეტად უნდა საქართველოში დაბრუნება. ვფიქრობ როცა თავად გადაწყვიტავს ჩამოვა. მისი ჩამოსვლა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

Tags: ნინო ჩხეიძე
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved