ბრედ პიტი უკვე აღარ მალავს, რომ მისი მეგობარი გოგონა 27 წლის მოდელი ნიკოლ პოტურალსკია. გავრცელებული ცნობით, მოდელმა და პიტმა ერთმანეთი 2019 წელს ბერლინში რესტორან Borchardt-ში გაიცნეს.
ცოტა ხნის წინ, გაირკვა რომ 27 წლის მოდელი ბოლომდე თავისუფალი არ იყო და მას 68 წლის ქმარი როლანდ მერი ჰყავს. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ცოლ-ქმარი ღია ურთიერთობების მომხრეა.
არსებული ინფორმაციით, სწორედ ახალგაზრდა მოდელის ქმარს ეკუთვნის რესტორანი სადაც ის პირველად ბრედ პიტს შეხვდა.
მოდელ სოციალურ ქსელში ხან ირინა შეიკს ამსგავსებენ, ხან ანჯელინა ჯოლის. მას უამრავი ადამიანი აკრიტიკებს კიდეც და ინსტაგრამზე ნეგატიურ კომენტარებს უწერენ.
როგორც ჩანს, მოდელი ამდენი ნეგატიური კომენტარის წაკითხვის შემდეგ წყობიდან გამოვიდა და ჰეიტერებს მიმართა.
„გამარჯობა მეგობრებო, ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ტოვებენ ადამიანები სიძულვილით გაჯერებულ კომენტარებს? რა აზრი აქვს? ამით რას იგებთ? მთლიანობაში მაინტერესებს, რა აზრთა წყობა გაქვთ? იმიტომ, რომ მე ამ ფენომენს საერთოდ ვერ ვიგებ. ძალიან მეცოდებიან მსგავსი კომენტარების ავტორები, საერთოდ რატომ ხდებით იმ ადამიანების მიმდევრები, ვის მიმართაც ნეგატიურად ხართ განწყობილნი? იყავით კეთილი და სათნო. ეცადეთ”. – ამბობს გერმანელი მოდელი.






