“შაბათის შოუს” მსახიობი, თამუნა ლეკვეიშვილი გასულ შაბათს, ზესტაფონელებზე გაკეთებული სკეტჩის გამო, ზესტაფონელების ბულინგის მსხვერპლი გახდა. მოცემულ სკეტჩში ის მთაწმინდაზე გათხოვილი ზესტაფონელი რძალია, რომელსაც სტუმრად ჩამოსდის ძმა.
აი, რას წერდა ლეკვეიშვილი “ფეისბუქზე”.
თამარ ლეკვეიშვილი: – ბულინგი იუმორისტული სკეტჩის გამო:))
რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ზესტაფონელებს ისეთი, როგორსაც თქვენ მაყენებთ პირადად მე და ჩემს ოჯახს?
ზესტაფონელები არ ვართ ისეთები, როგორიც სკეტჩში გამოგვიყვანეო. აბა ასეთები ხართ???

შეგახსენებთ, საუბარია არა რაიმე დოკუმენტურ ფილმზე, არამედ იუმორისტულ სკეტჩზე, სადაც ყველა პერსონაჟი უტრირებულია.
პ.ს. ამ გამონაკლისების გამო ჩემი დამოკიდებულება ჩემი ქალაქის მიმართ ვერ შეიცვლება. სულ მეყვარება ჩემი ბავშვობა…ზესტაფონი.

Prime ამბებთან თამუნა ამბობს, რომ ამ ხალხთან უკვე მორიგდა. აღარც ბულინგის მსხვერპლად გრძნობს თავს.
თამუნა ლეკვეიშვილი: – მე მგონი გაიგეს, რომ ისე არ არის, როგორც ფიქრობდნენ და მოვრიგდით.
– ზესტაფონელ გოგოზე გააგრძელებთ სერიას?
– აუცილებლად გავაგრძელებთ. ამ გამოხმაურებამ მოტივაცია მოგვცა, რომ უფრო უკეთესი გამოვიდეს შემდეგი სკეტჩი. თუ ხუმრობა კარგი იქნება, კომენტარების გამო, უტრირებული “ზესტაფონურისგან” თავს ნამდვილად არ შევიკავებ.






